სხვადასხვა
დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
21 იანვარი, 2016. 17:27
დღეს მსოფლიო ჩახუტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ჩახუტების საერთაშორისო დღეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015" და „თბილისი 2014" საორგანიზაციო კომიტეტიდან ეხმაურებიან.
მათი ინფორმაციით, ეს დღე დაარსდა აშშ-ში, 1986 წელს, სახელწოდებთ - „ეროვნული ჩახუტების დღე". საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და სახელწოდებაც შეიცვალა - „ჩახუტების საერთაშორისო დღე".
ღონისძიებამ დღეს დილიდან ილიას უნივერსიტეტიდან აიღო სტარტი და თბილისის სხვადასხვა ქუჩებში გაგრძელდება. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ „თბილისი 2015", ასევე „თბილისი 2014"-ის წარმომადგენლები, მოხალისეეები, რომლებიც ჩაეხუტებიან მოსახლეობას და პარალელურად სამახსოვრო სტიკერებს ჩახუტების პროცესშივე ზურგზე მიაკრავენ.
13 თებერვალი, 2016. 12:11
13 თებერვალი, 2016. 11:33
12 თებერვალი, 2016. 02:36
09 თებერვალი, 2016. 18:20
09 თებერვალი, 2016. 12:26
05 თებერვალი, 2016. 16:02
27 იანვარი, 2016. 17:07
24 იანვარი, 2016. 22:04
22 იანვარი, 2016. 11:03