reportiori.ge - ტარიელ ხეჩიკაშვილი: ქართული ფეხბურთი დაღუპა იმან, რომ ყველა ერთმანეთს უცინის, სიმართლის თქმა ერიდებათ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:57
სპორტი
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ქართული ფეხბურთი დაღუპა იმან, რომ ყველა ერთმანეთს უცინის, სიმართლის თქმა ერიდებათ!
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 22:36


„არსებული შედეგებიდან გამომდინარე სახელმწიფო მწვრთნელს ამხელა თანხას ვერ გადაუხდის", - ასე გამოეხმაურა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.


ხეჩიკაშვილის თქმით, სამინისტროს მიზანია, ყველა ფედერაცია და მწვრთნელი შედეგზე იყოს ორიენტირებული და ანაზღაურება შედეგების მიხედვით მოხდეს.


"ის განუკითხაობის ეპოქა, როდესაც სახელმწიფოს ფულს არასწორად ხარჯავდნენ, აუცილებლად უნდა დასრულდეს და უნდა იყვნენ პასუხისმგებელი პირები, ვინც დაფინანსებას შედეგზე ორიენტირებით აიღებენ. რატომ არიან წინააღმდეგები, რომ შედეგის შემთხვევაში მიიღონ საკმაოდ კარგი გასამრჯელო, ჩემს გაკვირვებას იწვევს", - აღნიშნა მინისტრმა.


"ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა დაკომპლექტება თავიდან ბოლომდე არის ფეხბურთის ფედერაციის და აღმასკომის პრეროგატივა და სამინისტრო არ ერევა. როდესაც დავინიშნე მინისტრად, პირველივე თვეს, ფედერაციამ მოგვმართა დაფინანსების თხოვნით, რომ მთავარი მწვრთნელი დაფინანსებულიყო დაახლოებით 120 ათასი ლარის ოდენობით. ბუნებრივია, ჩემთვის ეს, გამომდინარე შედეგებიდან, მიუღებელი იყო. ამიტომ მაშინდელ ფედერაციას მივმართე, რომ გამოეძებნათ თანხები. არსებული შედეგებიდან გამომდინარე სახელმწიფო ამხელა თანხას ვერ გადაუხდის მწვრთნელს. ქართული ფეხბურთი დაღუპა იმან, რომ ყველა ერთმანეთს უცინის, ყველა ერთმანეთს ეფერება და სიმართლის თქმა ერიდებათ ერთმანეთისთვის. სიმართლე ხშირ შემთხვევაში იმალება. მე მეყო ვაჟკაცობა და ვუთხარი პირდაპირ ჩემი მოსაზრება, რომ უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული მიდგომა, არა მარტო ფეხბურთში, არამედ ყველა სახეობაში. მე გავაჟღერე ის, რასაც სხვები ვერ ეუბნებოდნენ და ამიტომ მთელი რისხვა წამოვიდა ჩემს მიმართ. ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო კახა ცხადაძე და საკმაოდ კარგი მწვრთნელია. არავინ უკარგავს მას თავის კავალიფიკაციას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამხელა თანხა უნდა ვიხადოთ. აქ არ არის კახაზე საუბარი. ჩემი მიზანია, სისტემა შეიცვალოს და ის პრიორიტეტები, რაც არის ქართული ფეხბურთისთვის, იქ დაიხარჯოს", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს მისი შეცვლა უნდა.


"ფეხბურთის ფედერაციას თუ გვერდში არ დაუდგა მთავრობა და ფინანსურად თუ არ დაეხმარა გაუჭირდება. შექმნილ მდგომარეობაში პასუხისმგებლობა სწორედ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ეკისრება", - განაცხადა ცხადაძემ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016