reportiori.ge - შალვა ოგბაიძე: ვემხრობი, რომ დიზელის საწვავზე მომუშავე ან ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი ავტობუსები შემოვიდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:15
საზოგადოება
შალვა ოგბაიძე: ვემხრობი, რომ დიზელის საწვავზე მომუშავე ან ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი ავტობუსები შემოვიდეს
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 12:51


საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია ახალი ავტობუსების შემოყვანისთვის სატენდერო კომისიას ქმნის.



მე ჩვენ თანამოქალაქეებს ანგარიშს ჩავაბარებ, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი, რამდენად გამჭვირვალეა ის და რა მარკებზეა საუბარი. საუბარი და პროცესი რომ დაიწყო ახალი ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით, ეს უკვე მისასალმებელია.

ჯერ არ ვიცით, როგორ ავტობუსებზეა საუბარი, თუმცა, წინასწარ გამოჟონილი ინფორმაციით, მერია აქცენტს ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებზე გააკეთებს. ევროპულ ქვეყნებში ეს საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან სერვისი იქ უმაღლეს დონეზეა, არის ტექდათვალიერება. საქართველოში კი არც ტექდათვალიერებაა და სერვისიც დაბალია. ძალიან დიდი რისკის შემცველია ასეთი ავტობუსების ექსპლუატაცია და შენახვა. ასეთი ავტობუსების ფასიც უფრო მეტია. მე ვემხრობი, რომ ევრო 5" -ის მარკის დიზელის საწვავზე მომუშავე ან ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი ავტობუსები შემოვიდეს", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

 


მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკიდან თბილისის მერია 30 მილიონის ოდენობით კრედიტს აიღებს ავტობუსების შემოსაყვანად.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016