reportiori.ge - დავით სერგეენკო: 112-ის სადისპეტჩერო სამსახურში გუშინ 300-ზე მეტი პასუხგაუცემელი ზარი დაფიქსირდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:36
საზოგადოება
დავით სერგეენკო: 112-ის სადისპეტჩერო სამსახურში გუშინ 300-ზე მეტი პასუხგაუცემელი ზარი დაფიქსირდა
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 14:00


ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ 112-ის სადისპეტჩერო სამსახურში გუშინ 300-ზე მეტი პასუხგაუცემელი ზარი დაფიქსირდა. მისი თქმით, გუშინ დაფიქსირდა საგანგაშო სიმპტომი, როდესაც 112-ის სადისპეტჩერო სამსახურის გადატვირთულობის გამო, ადამიანები ცდილობდნენ, დაერეკათ სასწრაფო დახმარების სამსახურში და ამას ვერ ახერხებდნენ.


 

ადამიანები ცდილობდნენ, დაერეკათ სასწრაფო დახმარების სამსახურში და გადატვირთული იყო მთლიანი სადისპეტჩერო სამსახური, რომელიც 112-მა გააძლიერა, მიუხედავად ამისა, ეს მართლაც საყურადღებო და საგანგაშო სიმპტომი დაფიქსირდა. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორია.
გუშინდელი მონაცემებით, თუ ბოლო 6 თვის მანძილზე თბილისში გამოძახებების რაოდენობა დღეში 2 000-ის ფარგლებში იყო, გუშინ 3800-მდე გამოძახება დაფიქსირდა, აქედან 1200-მდე მხოლოდ მაღალი ტემპერატურის გამო იყო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



სერგეენკოს განცხადებით, გუშინ თბილისში, წინამძღვრიშვილისა და ქიაჩელის ქუჩებზე გაიხსნა ორი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. გუშინ ეს ცენტრები პაციენტების მიღების რეჟიმში მუშაობდნენ და მათი ოჯახების ექიმები გამოძახებებზე არ გასულან. დღეიდან კი ისინი გამოძახებებს შეასრულებენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016