reportiori.ge - ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ მოსახლეობის მოთხოვნების ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:20
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ მოსახლეობის მოთხოვნების ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 14:48



შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და „გლობალური ალიანსის" პრეზდენტმა ჟან-ელი მალკინმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის ფარგლებში, ერთობლივი სოციალური ინიციატივის „რა გაწუხებთ?"  პრეზენტაციაც მოეწყო.



პროექტი მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და „გლობალური ალიანსის" პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა.



25 იანვრიდან სპეციალური კითხვარების საშუალებით, მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყება. ახალი ინიციატივა სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების კიდევ უფრო, ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება. 25 იანვრიდან კითხვარი, როგორც ინტერნეტით - ვებგვერდზე www.1505.ge , ასევე, ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში იქნება ხელმისაწვდომი. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.



ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პროექტის „რა გაწუხებთ?" შესახებ ისაუბრა, რომელიც სწორედ,  საქართველოს მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების, მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრისთვის შეიქმნა.



ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს სრულყოფისთვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ გამოწვევა ჯერ კიდევ,  ბევრია. ჩვენი სოციალური ინიციატივა საზოგადოებასთან კომუნიკაციის დამატებითი არხის შექმნას ითვალისწინებს. ფაქტია, რომ დღეს არსებული საშუალებები საკმარისი არ არის მოსახლეობის საჭიროებების სრულყოფილი დადგენისთვის, ვერ ფარავს იმ სამიზნე ჯგუფებს, რომელთა მოსაზრებებიც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, რომ არცერთი მოქალაქის აზრი არ დაიკარგოს და თავი მოიყაროს იმ რესურსებზე, საიდანაც მარტივად შევძლებთ დავაფიქსიროთ და შემდეგში ეფექტიანად ვუპასუხოთ  მოსახლეობის მოთხოვნებს, შევცვალოთ და შევასწოროთ ჩვენი გეგმები საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით. მსოფლიოში არ არსებობს ჯანდაცვის იდეალური სისტემა. არის სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული გამოცდილება და საინტერესო პრაქტიკები, რომელთაც ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში გლობალური ალიანსი გვიზიარებს. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის დამოკიდებულებების გაგება. ამიტომაც დავუჭირეთ მხარი ალიანსის შემოთავაზებას ერთობლივი გამოკითხვის ორგანიზების საკითხში", -  აღნიშნა დავით სერგეენკომ



„გლობალური ალიანსის" პრეზიდენტის ჟან ელი მალკინის აზრით, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თუ რა არის საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტული ჯანდაცვის სფეროში, როგორია მისი მოლოდინები და სურვილები. 



რა გაწუხებთ?" სოციალური ინიციატივის ფარგლებში ჩვენ ვთხოვთ მოსახლეობას უპასუხოს მთელ რიგ აქტუალურ კითხვებს, მაგალითად: რამდენს ხარჯავს იგი თვეში ჯანდაცვის მიმართულებით, რამდენის დახარჯვა მიაჩნია ოპტიმალურად, კმაყოფილია თუ არა მედიკამენტების, დიაგნოსტირებისა თუ მომსახურების ხარისხით, ფასით და ა. შ. გამოკითხვის შედეგები საშუალებას მოგვცემს უფრო რეალური და სრულყოფილი გავხადოთ ჩვენი ხედვები და მიდგომები დარგის შემდომი სრულყოფისა და განვითარების საკითხებისადმი და  არსებული პრობლემების მოგვარების  უფრო რეალური გეგმები შევთავაზოთ სამინისტროს", - განაცხადა  ჟან-ელი მალკინმა.



„რა გაწუხებთ?" ინიციატივის კითხვარზე პასუხის გაცემა შეიძლება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ, ასევე სპეციალურ ვებ გვერდზე www.1505.ge. კითხვარის შევსება ასევე შესაძლებელია უშუალოდ სამინისტროს საზოგადოებრივ მისაღებში, ჯანდაცვის რეგიონალურ და სასწრაფო დამარების ცენტრებში, სოციალური სააგენტოს მომსახურების ცენტრებში. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.



2015 წლის აპრილში, საქართველოს მთავრობასა და  საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალურ ალიანსს" შორის საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მართვის ინოვაციური ინსტრუმენტებისა და სრულყოფის მიმართულებების შემუშავების მიზნით შეთანხმება გაფორმდა. საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსი", რომელსაც საფრანგეთის ყოფილი საგარეო და სამგზის ჯანდაცვის მინისტრი ბერნარ კუშნერი ხელმძღვანელობს,   ჯანდაცვის სისტემების მართვის მსოფლიოს აღიარებული ექსპერტებითაა დაკომპლექტებული.



„გლობალური ალიანსისა" და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული,  ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის დოკუმენტების მომზადება, რომელიც პირველადი ჯანდაცვის რეორგანიზაციის, ხარჯთეფექტურობის გაზრდის,  სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობის ამაღლების, ჯანდაცვის ევროპულ  ნორმებთან და კანონმდებლობასთან ინტეგრაციისა და მართვის ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს, დასრულებულია.  ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმნა. „გლობალურ ალიანსთან" ხელშეკრულება,  მთავრობის  გადაწყვეტილებით, 1 მაისამდე გაგრძელდა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016