reportiori.ge - ამირან გამყრელიძე: გრიპით გარდაცვალების ოთხივე შემთხვევაში მკურნალობა დაწყებული იყო დაგვიანებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:38
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე: გრიპით გარდაცვალების ოთხივე შემთხვევაში მკურნალობა დაწყებული იყო დაგვიანებით
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 18:45


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო დღეებში საქართველოში გრიპის შემთხვევები 100 ათას მოსახლეზე 20-25-ით გაიზარდა და 273 ერთეული შეადგინა.



მისი თქმით, გრიპის გავრცელების შემთხვევაში ბოლო დღეებში ზრდის ტენდენცია შეინიშნება, თუმცა, სიტუაცია საგანგაშო არ არის. გამყრელიძის განცხადებით, გასულ კვირაში 100 ათას მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი შეადგენდა 245-250-მდე, დღეისთვის კი - 273-ია.



გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების შემთხვევები რეგიონებში თანაბარია. დღეისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის შედეგად გარდაცვალების ოთხი შემთხვევა. აღნიშნული შემთხვევიდან სამი H1N1 ვირუსის შედეგად მოხდა, ერთი შემთხვევა კი H3N2-ის შედეგად.



ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსით გარდაცვალება გამოიწვია იმანაც, რომ თანმხლები დაავადების ფონზე განვითარდა და ოთხივე შემთხვევაში დაავადების მკურნალობა დაწყებული იყო დაგვიანებით. კერძოდ, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას მე-4-5 დღეს მიმართეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა საზოგადოებას, გრიპის პირველივე სიმპტომების დაწყებისთანავე მიმართონ ექიმს.

ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ H3N2-ის ვირუსის შედეგად გარდაცვალების ფაქტიც დაფიქსირდა. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, გრიპის რომელი ვირუსით იქნება დაავადებული პაციენტი, მან დროულად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.



სულ საქართველოში დაფიქსირებულია ლაბორატორიულად შემოწმებული გრიპის ვირუსის 83 შემთხვევა, მათგან H1N1 არის 80, სამი შემთხვევა კი H3N2.



ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული პაციენტებიდან 16-17% გართულებული გრიპის შემთხვევას წარმოადგენს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016