საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში სომეხი მომღერლისა და სომხური საცეკვაო ანსამბლის ვიდეოებს ავრცელებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ერთ შემთხევვაში სომხები ქართულ ცეკვას „სომხურ საქორწილო ცეკვად" ასაღებენ, ხოლო მომღერალი ქართულ სიმღერას მღერის.
„ვერ გავიგე, რამ დაგაბრმავათ და რამ დაგაყრუათ!!!"- მიმართავს ოქიტაშვილი კულტურის სამინისტროს და მოითხოვს, რომ სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.
„ვისაც ეს ეხება, კანონით გასცეს სათანადო პასუხი ქართული კულტურის, სიმღერისა და ცეკვის ასეთი შეურაცხოფისათვის.
მოვითხოვ ბოდიში მოუხადონ ქართულ კულტურას და რაც მთავარია ქართველ ერს.
გამოფხიზლდით, ეს უკვე ცუდის მომასწავლებელია, იმიტომ რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის მათგან!!!!!!"- წერს ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.