საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გადაცემაში „2030" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნაკრებიდან წასვლა მას არ უნდა, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმის კურსში პრემიერ- მინისტრი ჩააყენოს.
„რა პირობები შემომთავაზა კობიაშვილმა, ამის შესახებ განცხადებას ხვალ თავად გააკეთებს. ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, ამის შესახებ, შემდეგ განვაცხადებ. თუ ჩემთან დადებული კონტრაქტი ცალმხრივად გაუქმდება, რა თქმა უნდა, სხვაგვარად უნდა ვისაუბროთ. ნაკრებიდან წასვლა ძალიან არ მინდა, არც მე და არც ფეხბურთელებს. თუმცა, ეს მარტო ჩემზე დამოკიდებული არ იქნება.
კალაძესთან ამ თემაზე არ მისაუბრია. მე მსურს, რომ საქმის კურსში პრემიერმინისტრი ჩავაყენო. კახა ჭუმბურიძე, ტარიელ ხეჩიკაშვილი და გია გეგუჩაძე, ალბათ, ერთი გუნდია". - განაცხადა კახა ცხადაძემ.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით ცხადაძე თვეში ანაზრაურების სახით 120 000 ლარს იღებს, რაც უნდა შემცირდეს.