reportiori.ge - კახა ჭუმბურიძე: ცხადაძეს ამხელა ხელფასი რატომ უნდა ჰქონდეს, არ მესმის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:45
სპორტი
კახა ჭუმბურიძე: ცხადაძეს ამხელა ხელფასი რატომ უნდა ჰქონდეს, არ მესმის
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 23:13



ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის განცხადებებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ სურს ცხადაძეს მოლაპარაკებების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა.



„კობიაშვილმა ცხადაძეს 50 ათასი ლარის ოდენობის ხელფასი შესთავაზა. იმ შემთხვევაში, თუ ის მინიმუმ პროგრამას მიაღწევდა, ანუ, მესამე ადგილს, ხელფასის მაქსიმუმს აიღებდა. ხოლო თუ ნაკრები ორ გუნდს შორის მოხვდებოდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის საშუალებას მოგვცემდა, ორი წლის განმავლობაში, დამატებით, თვეში 50 ათასს აიღებდა. ახლა გადათვალეთ, რა ასტრონომიულ თანხაზე შეიძლება გასულიყო. თუ ნაკრებს შედეგი აქვს, მწვრთნელს ეს ანაზღაურება ეკუთვნის, მაგრამ სანამ შედეგს არ მიაღწევს, ამხელა ხელფასი რატომ უნდა ჰქონდეს, არ მესმის". - განაცხადა  ჭუმბურიძემ გადაცემაში 2030 და განმარტა, რომ მწვრთნელების დანიშვნაზე და მათ ხელფასებზე გადაწყვეტილებას, მხოლოდ და მხოლოდ, ფედერაცია იღებს.



„ცხადაძის განცხადებებით გამოდის, რომ ლევან კობიაშვილი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს. მას ვიღაცებისკენ ხელის გაშვერა ახასიათებს. ბაქოში მუშაობის დროსაც იძახდა, რომ მის საქმეში ერევიან და ებრძვიან. ხელს ხან მსაჯებისკენ იშვერდა, ხან მწვრთნელებისკენ და ხან -პრეზიდენტებისკენ". - განაცხადა  კახა ჭუმბურიძემ.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016