reportiori.ge - კახა ცხადაძე პრემიერ- მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:43
სპორტი
კახა ცხადაძე პრემიერ- მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 23:13



საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი  მწვრთნელი კახა ცხადაძე არ აკონკრეტებს, დატოვებს თუ არა პოსტს.


როგორც კახა ცხადაძემ გადაცემა  2030-ში განაცხადა,  ნაკრებიდან წასვლა არ უნდა, თუმცა ეს მხოლოდ მასზე არ იქნება დამოკიდებული.


რა პირობები შემომთავაზა ლევან კობიაშვილმა, ამის შესახებ განცხადებას ხვალ თავად გააკეთებს. ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, ამის შესახებ, შემდეგ ვიტყვი. თუ ჩემთან დადებული კონტრაქტი ცალმხრივად გაუქმდება, რა თქმა უნდა, სხვაგვარად უნდა ვისაუბროთ. ნაკრებიდან წასვლა ძალიან არ მინდა, არც მე და არც ფეხბურთელებს. თუმცა, ეს მარტო ჩემზე დამოკიდებული არ იქნება.კახა  კალაძესთან ამ თემაზე არ მისაუბრია. მე მსურს, რომ საქმის კურსში პრემიერ-მინისტრი ჩავაყენო. კახა ჭუმბურიძე, ტარიელ ხეჩიკაშვილი და გია გეგუჩაძე, ალბათ, ერთი გუნდია",-აღნიშნა ცხადაძემ 2030-ში.


 

არავითარი კონფლიქტი ჩემსა და ფედერაციას შორის, მით უმეტეს, ლევან კობიაშვილთან არ არსებობს. მე მინისტრს დავუპირისპირდი. მოქმედი კონტრაქტი განხილვას არ ექვემდებარებოდა, სანამ მინისტრისგან ინიციატივები არ წამოვიდა. მან გუშინ თქვენს ეთერში აღიარა, რომ ეს ინიციატივა სხვა ტელევიზიაში გააჟღერა. პირად საუბარშიც ძალიან უხეშად განმიცხადა, რომ არანაირი სურვილი არა აქვს, ეს თანხა გადაიხადოს",- აღნიშნა ცხადაძემ. მისივე თქმით, ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა დახვდა, რომელიც სპორტის სამინისტრომ უნდა გადაუწყვიტოს.


მეჩვენება, რომ ინიციატორი არის მინისტრი. ის პირდაპირ თუ ირიბად არ უნდა ზემოქმედებდეს. ხეჩიკაშვილი კობიაშვილს ვერასოდეს დაურეკავს და პირდაპირ ვერ ეტყვის, რადგან ლევანს და მეც დიდი ავტორიტეტი გვაქვს. ამიტომ, ირიბად ერევა მინისტრმა პირადად ჩემთან დამოკიდებულება უნდა გადადოს და ქვეყანას ანგარიში გაუწიოს. ეს მისი ვალდებულებაა. ჩემი აზრით, ისეთ ქვეყანას, სადაც უამრავი ოლიმპიური ჩემპიონია, ჰყავს ბევრ საკითხში არაკომპეტენტური მინისტრი. ფედერაციას რომ ფინანსები არა აქვს, ეს მინისტრის მიდგომის გამოა. ამ ყველაფერზე ჩემი პასუხი ადეკვატური იყო. ჩემს გვერდით დგას მასმედია და რაც ყველაზე მთავარია, ეროვნული ნაკრები",-აღნიშნა კახა ცხადძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016