reportiori.ge - საქართველოს კულტურის პალატა განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:09
კულტურა
საქართველოს კულტურის პალატა განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
23 იანვარი, 2016. 01:28


საქართველოს კულტურის პალატა სომხური მხარისგან ქართული სიმღერისა და ცეკვის- „დაისის" პლაგიატობის გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს.


„რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


 

„საქართევლოს კულტურის პალატა ეხმიანება სომხურ ინტერნეტ საშუალებებში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ქართული ცეკვა „დაისი"  სომხურად არის მოხსენიებული.

 

სამწუხაროდ, ბოლო დროს სომხურ სატელევზიო თუ ინტრნეტ სივრცეში ვაწყდებით ქართული კულტურისა და ხელოვნების თვითნებურად მითვისების მცდელობებს. მსოფლიო მასშტაბით ქართველი ერი სწორედ თავისი საამაყო, მრავალწლიანი ტრადიციული კულტურით იპყრობდა მწვერვალებს. ქართველ ხალხს კი სხვისი არასდროს არაფერი მიუთვისებია. ქართული კულტურის დასაცავად ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა მათი მხრიდან.

 

ვფიქრობთ, რომ უნდა გაკეთდეს შესაბამისი, დროული რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით და ვისაც ეს ეხება, გასცეს სათანადო პასუხი ქართული კულტურის, სიმღერისა და ცეკვის ასეთი შეურაცხყოფისთვის.

 

მოვითხოვთ, მოუხადონ ბოდიში ქართულ კულტურას და რაც მთავარია ქართველ ერს.

 

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო წარწერით "სომხური საქორწინო ცეკვა", სადაც წყვილი ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "დაისიდან" ქართულ ცეკვავს ასრულებს. გუშინ გავრცელებული კიდევ ერთი ვიდეო რომლის მიხედვითაც, სომეხი მომღერლის სერობ აჯემიანის მიერ შესრულებული სიმღერა HAYASTAN გიორგი ვასაძის სიმღერას - „ყვავილების ქვეყანა" - მელოდიას იმეორებს."- აღნიშნულია განცხადებაში. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016