reportiori.ge - თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:39
საზოგადოება
თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
ავტორი:
23 იანვარი, 2016. 10:55


ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში საზოგადო მოღვაწის, პოეტისა და მხატვრის თინათინ მღვდლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.


ღონისძიება გლდანის რაიონის გამგეობის ინიციატივით და ორგანიზებით მოეწყო. თეატრში მისულ საზოგადოებას სამახსოვროდ ყველა სავარძელზე პოეტის ბროშურა და მიხაკი დახვდა.


„ხმალი ავლესოთ, ქართველებო", - ასე დაასათაურა პოეტმა საკუთარი შემოქმედებითი საღამო, რომელსაც თავად პოეტი უძღვებოდა.


პოეტის ძველი და ახალი ლექსები მოსწავლეებმა და ახალგაზრდა მსახიობებმა წაიკითხეს.


შესრულდა პოეტის ლექსებზე დაწერილი ცნობილი და პოპულარული სიმღერები.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საბავშვო და ახალგაზრდულმა ქორეოგრაფიულმა კოლექტივებმა, ვოკალისტებმა.


ფოიეში მოეწყო პოეტის წიგნის პრეზენტაცია. საღამოზე გამოფენილი იყო პოეტის ნახატები.


საღამოს ესწრებოდნენ შემოქმედის მეგობრები, გამომცემლობის ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები, სასულიერო პირები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და მეგობრები ჩეჩნეთიდან.


თინათინ მღვდლიაშვილი რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია. მის კალამს როგორც ლექსები, ასევე პროზაული ნაწარმოებები ეკუთვნის.


გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ პოეტს სიკეთე და წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქები გადასცა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016