„ზაზა ფაჩულიას გარშემო მითქმა-მოთქმა არც ჩვენთან და არც აშშ-ში არ წყდება", - ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელსი პოსტს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:
„გამოიკვეთა ტენდენცია, თითქოს, ზაზა მე-4 ადგილზე რომ გავიდა, ესეც უკვე კარგია და „ყველა ვარსკვლავში" თამაში არ ეკუთვნოდა.
მოკლედ, მარტივად არის საქმე:
რადგან სოცქსელებით საჯარო გამოკითხვა ტარდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ „ყველა ვარსკლავში" ვინც იმსაურებდა კი არა, ვისი ხილვაც გინდოდა, იმას უნდა ეთამაშა.
რეგლამენტის მიხედვით, ვინც იმსახურებს, იმას მწვრთნელი ისედაც აიყვანს. ასე რომ, მე მინდოდა ზაზას თამაში და ხმას ვაძლევდი. ის ქართველია, ჩემი მოქალაქეა და ხმას ვაძლევდი. დიახ, ზაზა არავისზე ნაკლები ვარსკვლავია და ხმას ვაძლევდი. ზაზა პირველად იყო ასე ახლოს „ყველა ვარსკვლავთან" და ხმას ვაძლევდი. ზაზას თამაში ქართული კალათბურთის რეკლამა იყო, გზას გაუხსნიდა ახალი თაობის კალათბურთელებს, მათ შორის, თორნიკე შენგელიას და ხმას ვაძლევდი. ზაზა არის მებრძოლი და შეუპოვარი კლუბშიც და ნაკრებშიც და ხმას ვაძლევდი. და კიდევ ბევრი მიზეზი იყო, ხმას რატომ ვაძლევდი.
ვისაც კალათბურთი ესმის, მით უფრო NBA-ს თამაშებს თვალს ადევნებს, იცის, რომ დალასის გუნდში მას შემთხვევით არ აიყვანდნენ და თანაც, საუკეთესო უცხოელის დირკ ნოვიცკის გვერდით არ ათამაშებდნენ, ვისაც ჯერ კიდევ შუალედური დათვლებისას გადაასწრო და აშშ აალაპარაკა.
სწორედ ამ ოდენობის ხმის გამო, ზაზას აქვს შანსი, მწვრთნელმა წლევანდელ ვარსკვლავურ თამაშში მიიწვიოს", - წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.