საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშიდან ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობის პერიოდში დაახლოებით 800 000 ლარია გაცემული უპროცენტო კრედიტის სახით.
ამის თაობაზე დღეს სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიხეილ მესხის სტადიონის მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობიაშვილის განმარტებით, თანხები ფედერაციის აწ უკვე ყოფილ თანამშრომლებზე, ეროვნული ნაკრების მწვრთნელსა და საფეხბურთო კლუბზე გაიცემოდა.
„დაახლოებით 800 ათასი ლარია გაცემული უპროცენტო კრედიტებად. ამ თანხის დიდი ნაწილი მსესხებლებს სექტემბერში, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სპეციალური დადგენილებით ჩამოეწერათ", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კობიაშვილი 2015 წლის 3 ოქტომბერს აირჩიეს სფფ-ის პრეზიდენტად და, გავრცელებული ინფორმაციით, მას ორგანიზაციაში უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა დახვდა.