reportiori.ge - ზურაბ ქადაგიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ აშკარად ინტელექტუალურ კრიზისს განიცდის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:31
საზოგადოება
ზურაბ ქადაგიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ აშკარად ინტელექტუალურ კრიზისს განიცდის!
ავტორი:
23 იანვარი, 2016. 16:59


„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე გარდაბნის გამგებლობის კანდიდატ ბესიკ კახაბრიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.გთავაზობთ განცხადების ტექსტს, რომელიც ორგანიზაციამ „რეპორტიორს" მიაწოდა:


„ყველაფერს აქვს საზღვარი, ნაციონალების უტიფრობის გარდა! - ეს ნამდვილი ჭეშმარიტებაა და ნაციონალები კვლავ გვაოცებენ საკუთარი უმსგავსო ქმედებით. კერძოდ, საქმე ეხება გარდაბნის გამგებლის არჩევნებს, რომელშიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" წარსულში  ყაჩაღობისათვის ნასამართლევი და გარკვეული პერიოდით ციხეში მყოფი პიროვნება  ბესიკ კახაბრიშვილი წარადგინა.

 

ბატონი ბესიკი ციხეში 1994 წელს ჩასვეს, მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. 1997 წლის ივლისში ბესიკ კახაბრიშვილი შეწყალებულ იქნა ედუარდ შევადნაძის ბრძანებით და მოუხდელი სასჯელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით. თავის მხრივ ბატონი ბესიკი აცხადებს, რომ ის გასამართლებულ იქნა არა ყაჩაღობის გამო, არამედ გაასამართლა „შევარდნაძის კორუმპირებულმა სასამართლომ" იმის გამო რომ მან ქრთამი არ გადაიხადა. ანუ რა გამოდის? ჯერ, შევარდნაძის კორუმპირებულმა რეჟიმმა 7 წელი მიუსაჯა და შემდგომ ამავე  კორუმპირებულმა რეჟიმმა გაანთავისუფლა? ეს ყველაფერი საკმაოდ არალოგიკურია, გამგებლის განცხადებების და ფაქტების გაცნობის შემდეგ მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ბატონი ბესიკი უბრალოდ ცრუობს.

 

გარდა ამ საქმისა საზოგადოების ფართო მასებისათვის ალბათ უცნობია, რომ რამდენიმე თვის წინ მოქალაქე ნარი გეგეშიძემ ბატონი ბესიკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა მთავარ პროკურატურაში და მას ბრალს თაღლითური გზით სხვისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებს.

 

აი სწორედ ასეთი მრავალმხრივ „გამორჩეული"  ადამიანი წარადგინა ნაციონალურმა მოძრაობამ გარდაბნის გამგებლის კანდიდატად. „ნაციონალური მოძრაობა" აშკარად ინტელექტუალურ კრიზისს განიცდის", - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.




გთავაზობთ მოქალაქე ნარი გეგეშიძესთან ინტერვიუს, ბესიკ კახაბრიშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ თაღლითური გზით გეგეშიძეების ქონების მითვისებასთან დაკავშირებით: http://reportiori.ge/?menuid=74&id=86966&lang=1


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016