ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ფონდ „ქართუს" ფინანსური უზრუნველყოფით დაიწყო, რომლის პროექტის მთავარი არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილია.
შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები, მათ შორის:
- გამაგრდა ფუნდამენტი და სახურავი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა.
- განახლდა და ამავდროულად, პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა ოპერის თეატრის ფასადსა და ინტერიერს;
- სრულიად შეიცვალა სცენის ზედა - ქვედა მექანიზაცია;
- გაფართოვდა საორკესტრო ორმო; დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები;
- სრულიად შეიცვალა შიდა და გარე ქსელები;
- რესტავრირება გაუკეთდა და ხელახლა მოოქროვდა დარბაზი;
- თეატრი სრულად აღიჭურვა უმაღლესი კლასის ინსტრუმენტებით (მათ შორისაა ორი დიდი საკონცერტო სტეინვეის როიალი);
- სრული რესტავრაცია ჩაუტარდა დარბაზში მაყურებელთა სკამებს;
- რესტავრაცია ჩაუტარდა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით ავსტრიაში დამზადებულ 100 ნათურიან ბროლის ჭაღს;
- თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით;
- გადაკეთდა ჯანსუღ კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი (მოეწყო მცირე სცენა და საორკესტრო ადგილი);
- თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე.
- მსახიობებისთვის გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, ანტრაქტების დროს დასასვენებელი დარბაზი, თანამშრომლებისათვის აშენდა სასადილო;
- გაფართოვდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეატრის მიმდებარე სკვერს.
- ფონდ „ქართუს" დაფინანსებით, შეძენილია „პანასონიკის" ფირმის 2 მძლავრი პროექტორი, რომელიც შეამცირებს სპექტაკლების სადადგმო ღირებულებას.
ავსტრიულმა ფირმა „ვაგნერმა" და სერბეთის ფირმამ „სვეტლიოსტმა" დაამონტაჟა თანამედროვე პროჟექტორები განათებისათვის, გერმანულმა ფირმა „ზალცბრენერმა" თეატრი გახმოვანების უახლესი აპარატურით აღჭურვა.
სარემონტო სამუშაოები 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა - ამ პროცესში ჩართული იყო „ქართუ ჯგუფის" ასეულობით თანამშრომელი. ჯამურად, სულ ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაჯდა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გერმანულ კომპანიაში „გერიეცი" სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით, დაიბეჭდა თეატრის ფარდა.
წყარო: 20/30 news