„ჰაისტანის" მუსიკა გიორგი ვასაძის „ყვავილების ქვეყანა"-ს მუსიკას იმეორებს, მაგრამ წარმოდგენილია როგორც სომხური ეროვნული ბალადა. „ყვავილების ქვეყანა"-ს სომხურ ვარიანტს გამოემაურა სსიპ საქართველს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე. მისი თქმით კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, სახელმწიფოს ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია ჩაერთოს, როდესაც ნაწარმოებს მემკვიდრე არ ჰყავს ან მემკვიდრე არაჯეროვნად იცავს მის არაქონებრივ უფლებებს.
"ყვავილების ქვეყანა" არის საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოები და მას ჰყავს თავისი ავტორი. ეს არის კერძო საკუთრება და ზომები უნდა მიიღონ მემკვიდრეებმა. თუ მოგვმართავენ ისინი და გვთხოვენ მისი უფლებების დაცვას ჩვენ, რა თქმა უნდა, დავეხმარებით. კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ჩვენ (სახელმწიფოს) ერთადერთ შემთხვევაში შეგვიძლია ჩავერთოთ, როდესაც ნაწარმოებს მემკვიდრე არ ჰყავს ან მემკვიდრე არაჯეროვნად იცავს მის არაქონებრივ უფლებებს. არაქონებრივი უფლებების ნაწილი არის ის, რომ მოვითხოვოთ ავტორის მითითება ნაწარმოების გამოყენების დროს. რაც შეეხება ქონებრივ უფლებებს, რომ მოხდეს დაჯარიმება, სანქცირება და ა.შ. ეს ნაწარმოების ავტორის მემკვიდრეების ხელშია. ჩვენ თუ მოგვმართავენ, დავეხმარებით საჩივრის დაწერაში და გავუწევთ კონსულტაციას. მაგრამ ჯერჯერობით არავის არ მოუმართავს", - ამბობს გოგილიძე.