„ობიექტივის" ჟურნალისტმა ნინო მექიაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც იტყობინება, თუ რამდენ ქართულ ეკლესიას იჩემებენ მეზობელი სომხები, რას ედავებიან ისინი ქურთებს და იტალიელებს ...
„სხვისა თავისად დაჩემება , აფხეკა და ჩაფხეკა საბუთებისა, გაბათილება სხვის და სხვის ადგილას თავიანთი თავის გამოჭიმვა და სხვა ამისთანა სიკეთენი მათი ძველისძველი უნარია", - ილია ჭავჭავაძის ეს ფრაზა ამოვიწერე ბონდო არველაძის წიგნიდან სათაურით - „სომხური" თუ ქართული ეკლესიები საქართველოში?!" ეს წიგნი ბატონმა ბონდომ მაჩუქა.
არ დაგავიწყდეთ კვირას, 24 იანვარს 19:30 წუთზე „ობიექტივის" ყურება. პირდაპირი ეთერის სტუმარი იქნება ალექსანდრე აბდალაძე და ეთერში გავუშვებთ ბონდო არველაძესთან ჩაწერილ ინტერვიუს - ინფორმაციულს, საინტერესო შეფასებებით. დღეს ბატონ ბონდოსთან სტუმრად გახლდით მე და ჩვენი ტელევიზიის ოპერატორი ვასიკო მჭედლიძე. ინტერვიუს ტექნიკურად გამართვაში დამეხმარა სანდრო პატარაია.
არ დამავიწყდება თქვენი თხოვნა და ბატონ ალექსნდრეს თა ვისი წიგნების შესახებ კითხვას პირდაპირ ეთერში დავუსვამ. რაც შეეხება ბონდო არველაძის მიერ გამოცემულ წიგნებს, ამაზეც დეტალურად მოგახსენებთ "ობიექტივის" ეთერიდან.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ თემა, რომელზეც პირდაპირ ეთერში ვისაუბრებთ, თითქმის ჩადგა იმ პრობლემათა რიცხვში, რომელსაც ხელი მოვკიდე და ვეღარ ვუშვებ; პრობლემა, რომელსაც ბოლომდე ჩავყვები, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მთელი გულით, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა მექიაშვილმა.