სონია შატალოვა აუტიზმითაა დაავადებული, თუმცა მას სიტყვების ძალიან საინტერესო განმარტებები აქვს.
აფრიკელი - ღამის საუკეთესო მზვერავი.
ქარი - ჰაერი, რომელსაც არ უყვარს მოსვენება.
ვერლიბრი - ლექსი, რომელიც არ ექვემდებარება ლექსთწყობის კანონებს და ამის გამო ის ცუდად არ არის.
ცოდვა - სულიერი კარმა, რომელიც ადამიანს ღმერთს აშორებს.
ბავშვობა - ბედის აისი ადამიანის ცხოვრებაში.
სული - ეს ადამიანის სიცარიელეა, რომელსაც ან ღმერთი ავსებს, ან სატანა.
ცხოვრება - ღვთის წყალობა მის მიერ შექმნილ სამყაროში.
ნაცნობობა - სხვადასხვა სამყაროს შეხვედრა.
იმპროვიზაცია - წარმოსახვითი თამაში სიტყვებით, ხმებით, ფერებით... იმისათვის, რომ უცებ გამოვიდეს რაღაც ახალი.
წიგნი - ნივთი, რომელშიც შეიძლება შევინახოთ ცოდნა და ადამიანების გრძნობები.
ცხენი - დიდი, თბილი, ოთხფეხა ბედნიერება.
სიბრძნე - ზღვარი ცოტასა და ბევრს შორის.
მუზეუმი - დაკონსერვებული დრო.
მუსიკა - ღმერთის სიმღერა ადამიანის აღქმაში - ბგერებისა და ემოციების ჰარმონიული შეთანხმება.
აზრი - სიყვარულის შემდეგ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ძალა.
მეცნიერება - ცოდნის სისტემა, სადაც ადგილი არ აქვს რწმენას.
ღამე - შავი ქოლგა ვარსკვლავებით.
დასვენება - მუშაობა სიამოვნებით.
გადალახვა - სულის ძალისხმევა, რომლის შედეგადაც გონება და სხეული ყველანაირ დაბრკოლებას დაძლევს.
თავგადასავალი - ისეთი საოცარი მოვლენა, რომელიც გცვლის შენ და შენს სამყაროს.
ჩიტი - ღმერთის განსხეულებული აზრი სიმღერასა და ფრენაზე.
როლი - ეს არის ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობენ თამაშში.
რომანტიკა - განწყობა, როცა ჩვეულებრივში საოცრებას ხედავ.
ზღაპარი - სულისგან გამოგონილი ცხოვრება, სადაც რეალურობა ზედმეტია.
სიცილი - სევდიანი სულის ექიმი.
ძაღლი - ერთგულებისა და მორჩილების მყეფარე განსახიერება.
შეჯიბრება - ეს არის რაღაცის ერთობლივად კეთება იმ მიზნით, რომ გაიგო, ვინ არის უკეთესი.
მაგიდა - მოედანი, რომელზეც ვითარდება თეფშების და მასზე მოთავსებული საჭმლის ცხოვრება.
სირცხვილი - ცეცხლი, რომელიც ადამიანის სულისგან ცოდვას აფრქვევს.
შიში - მუხრუჭი მოქმედებისას.
სიამოვნება - როცა ცუდ ხასიათზე მყოფი ბევრი სტუმარი ქმნის საოცრებებს.
ქარიშხალი - ჭკუიდან შეშლილი ქარი.
ყური - ცოცხალ არსებებში ხმების ხაფანგი.
ფანტაზია - სულის არსებობის გასალამაზებელი ქსოვილი.
ფოტოგრაფია - დაკონსერვებული სახე.
ადამიანი - ისეთი ცოცხალი არსება, რომელსაც აქვს გონება, მეტყველება, მოხერხებული ხელები და იმის უნარი, გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს ეს ყველაფერი.
კაცობრიობა - ეს არის ყველა ადამიანი ერთად, თუ მას განვიხილავთ როგორც ერთ დიდ მთლიანობას.
თავის ქალა - ძვლის პატარა ყუთი, რომლის ჩონჩხშიც მთელი სამყაროა მოთავსებული.
ბუშტი - კუბი კუთხეებისა და ნეკნების გარეშე.