პარტია „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტური ორგანიზაციებიდან, ბოლო დროს „დიპლომატთა კლუბი" გააქტიურდა. „დიპლომატთა კლუბს", ნაცელიტის უსიტყვო მსახურნი აფარებენ თავს", - განცხადებას „ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი პორტუგალიაში ირაკლი ბარამიძე სოციალურ ქსელში აკეთებს:
„ეს ის ადამიანები არიან, რომელნიც უსიტყვოდ ასრულებენ და ასრულებდნენ მიხეილ სააკაშვილისა და გივი თარგამაძის მითითებებს.
ე.წ. „დიპლომატთა კლუბის" წევრები საქართველოს ყოფილი ელჩები არიან, ისინი განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ არაპროფესიონალიზმით, მონური, ყმული დამოკიდებულებით სააკაშვილის რეჟიმის მიმართ, ბევრ მათგანს აქვს ჩადენილი სახელმწიფოს წინაშე დანაშაული, როდესაც საქართველოს უამრავ მოქალაქეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს.
და მაინც, ვინ არიან ეს ადამიანები, საზოგადოება უნდა იცნობდეს ამ ყელმოღერებულ მოინტელიგენტო „ნაღებ საზოგადოებას".
ესენი არიან:
მამუკა კუდავა - ყოფილი ელჩი საფრანგეთში
ნინო ნაკაშიძე - ყოფილი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში
ნინო კალანდაძე - საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე
სალომე სამადაშვილი - ყოფილი ელჩი ბელგიის სამეფოში
გიგი კუბლაშვილი - ყოფილი ელჩი უზბეკეთსა და ტაჯიკეთში
გეგა მგალობლიშვილი - ყოფილი ელჩი ნატო-ში
კონსტანტინე გაბაშვილი - ყოფილი ელჩი იტალიაში
გიორგი ბადრიძე - ყოფილი ელჩი დიდი ბრიტანეთის სამეფოში
გიორგი ქერდიყოშვილი - ყოფილი ელჩი ლიტვის რესპუბლიკაში
მამუკა გამყრელიძე - ყოფილი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში
მამუკა ჟღენტი - ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში
ზურაბ კაჭკაჭიშვილი - ყოფილი ელჩი ინდოეთში
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
პაატა გაფრინდაშვილი - ყოფილი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში.
გია ჯაფარიძე - ბოკერიას ყრმა, იდეური ნაციონალი, კვიპროსში ემიგრანტების დამშინებელი -თუ „ოცნებას" მისცემდნენ ხმას, მათ ემუქრებოდა ადგილობრივი პოლიციით.
ზურაბ კვაჭაძე - ყოფილი გენკონსული დნეპროპეტროვსკში. უკრაინა.
გოჩა ჯავახიშვილი - მოქმედი დესპანი საფრანგეთში
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზანმიმართულად ცდილობდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის „გაპრავებას" საზღვარგარეთ და ქართველი ხალხის ცოდვაში მათაც ლომის წილი მიუძღვით.
მას შემდეგ, რაც სისხლიანი რეჟიმი დაემხო და ქართველი დიქტატორი მიხეილ სააკაშვილი გაექცა ქართულ სამართალს, ე.წ. ნაღებმა ელიტამ, ყოფილმა დიპლომატებმა შექმნეს „დიპლომატთა კლუბი", რომელიც „რუსთავის 2"-დან კვლავ განაგრძობს ქართველი საზოგადოების დამოძღვრას.
აქვე მინდა გაგაცნოთ ამ „ბატალიონის" თანამოზიარე „დიპლომატები", რომლებიც გამოირჩეოდნენ სააკაშვილის მონური სამსახურით, სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების საერთაშორისო ასპარეზზე გამართლებით, ემიგრანტების დაშინებით, არაპროფესიონალზმით და (ბევრი მათგანი დღემდე ინარჩუნებს თანამდებობებს და მეტიც, ისინი დაწინაურებულები არიან), რომლებიც ფარულ საბოტაჟს უწყობენ არსებულ ხელისუფლებას, გაიცანით. ესენი არიან :
გოგა გორგილაძე - საქართველოს მოქმედი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში.
უჩა წოწონავა - გენკონსული ქ. ოდესაში (უკრაინა), გრიგოლ ვაშაძის ნათელ-მირონი.
გელა ბუკია - საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ფინანსისტი
დავით ნაბორაშვილი - გელა ბუკიას მოადგილე
გიორგი ტაბატაძე - საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
რევაზ ლომინაძე - კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი
მამუკა ციხელაშვილი - მოქმედი ელჩი ნორვეგიაში
ნუკრი გოგიტიძე - მოქმედი კონსული აზერბაიჯანის რეპსუბლიკაში.
განსაკუთრებულად უნდა გამოვყო გიორგი გუგუნავა, რომელიც იყო საგარეოს „ОДР", - წერს ბარამიძე.