reportiori.ge - ''დაუშვებელია ხიდებსა და გვირაბებში გასვლა!'' – ''საქართველოს რკინიგზა'' მოსახლეობას აფრთხილებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:58
საზოგადოება
''დაუშვებელია ხიდებსა და გვირაბებში გასვლა!'' – ''საქართველოს რკინიგზა'' მოსახლეობას აფრთხილებს
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 12:40


„საქართველოს რკინიგზა" მოსახლეობას აფრთხილებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„გაცნობებთ, რომ  რკინიგზის სადგურები, სამგზავრო ბაქნები, სარკინიგზო გადასასვლელები, ლიანდაგები, ასევე მატარებლის მოძრაობასთან დაკავშირებული სხვა დაწესებულებები (ტერიტორიები) მომატებული საფრთხის ობიექტებს წარმოადგენენ.

 

 

ს/ს ,,საქართველოს რკინიგზა" მოგმართავთ თხოვნით, რკინიგზა მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ და მოწყობილ ადგილებზე გადაკვეთოთ, რათა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნათ. რკინიგზის ხაზის უსაფრთხოდ გადაკვეთა მოქალაქეებს ფეხით სავალი ხიდების, გვირაბების, გადასასვლელებისა და სპეციალურად მოწყობილი ფენილების მეშვეობით შეუძლიათ.

 

 

რკინიგზის ლიანდაგებზე გავლა, იქ, სადაც არ არის ნებადართული, სპეციალური ადგილები, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 106-მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომელსაც შესაბამისი სანქციები მოყვება.

 

 

პირველ ეტაპზე მოხდება მოქალაქის გაფრთხილება, ხოლო შემდგომ დაჯარიმება, შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე. რკინიგზის სადგურებზე, სადაც არ არის ხიდი, ან გვირაბი, ქვეითმა ლიანდაგი ფენილზე უნდა გადაკვეთოს იმ ადგილზე, რომელსაც აქვს მინიშნება  - „გადასასვლელი". ფენილზე გადასვლამდე მოქალაქე უნდა დარწმუნდეს, რომ ლიანდაგზე არ მოძრაობს მატარებელი, ლოკომოტივი ან ვაგონი. მოძრავი შემადგენლობის მოახლოებისას მოქალაქემ უნდა გაატაროს ის, დარწმუნდეს იმაში, რომ მეორე ლიანდაგზეც არ არის მატარებლის მოძრაობა და მხოლოდ ამის მერე გადაკვეთოს ფენილი. რკინიგზის გადასარბენთან გადასვლისას, მოქალაქემ ყურადღება უნდა მიაქციოს შუქნიშანს, ხმოვან სიგნალსა და შლაგბაუმის მდგომარეობას.

 

 

გზის გადაკვეთა მხოლოდ ღია შლაგბაუმის დროს არის დაშვებული. ხოლო, თუ გადასარბენზე არ არის შლაგბაუმი, მოქალაქე გადასვლამდე უნდა დარწმუნდეს, რომ გადასარბენს არ უახლოვდება მოძრავი შემადგენლობა და მხოლოდ ამის მერე გადაკვეთოს გზა. კატეგორიულად აკრძალულია, დაკეტილი შლაგბაუმის დროს გადასვლა, სადგურებსა და გადასარბენებზე გაჩერებული ვაგონების ქვეშ გაძრომა. ასევე აკრძალულია, ლიანდაგის გასაწვრივ სიარული 5 მეტრზე ნაკლებ მანძილზე.

 

 

დაუშვებელია რკინიგზის ხიდებსა და გვირაბებში გასვლა, თუკი იქ არ არის ქვეითებისათვის მოწყობილი სპეციალური ბილიკი. კატეგორიულად აკრძალულია რკინიგზის ხაზის გადაკვეთა იქ, სადაც არ არის შესაბამისი ნიშანი.

 

 

საქართველოს რკინიგზა" მოგიწოდებთ , გადაკვეთოთ ლიანდაგები მხოლოდ სპეციალურ გადასასვლელებზე, შესაბამისი წესის დაცვით!  გაუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს!" - ნათქვამია განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016