reportiori.ge - 25 იანვარს ედუარდ შევარდნაძე დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:34
საზოგადოება
25 იანვარს ედუარდ შევარდნაძე დაიბადა
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 13:55


საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში დაიბადა.


დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1959 წელს.


1957-1961წწ. იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი, 1961-1964წწ. - კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი. 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1964-1965წწ. იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე.


1965-1972წწ. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად. 1985 წელს იგი სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 1990 წელს იგი გადადგა.


1991 წელს, მ. გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. იმავე წლის ბოლოს ოფიციალურად გაფორმდა საბჭოთა კავშირის დაშლა, ხოლო მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი გაუქმდა.


მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით. 1992 - საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, 1995-2003წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტი.



„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა.


სიცოცხლის ბოლო წლები კრწანისის რეზიდენციაში გაატარა. ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა „ჩემი არჩევანი", სადაც მისი პოლიტიკური კარიერა, გაუხმაურებელი ფაქტები და მოვლენებია აღწერილი.


ედუარდ შევარდნაძის მეუღლე - ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე 2004 წელს გარდაიცვალა. დარჩათ ორი შვილი - პაატა და მანანა შევარდნაძეები.  


ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა 2014 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია კრწანისის რეზიდენციაში, თავისი მეუღლის გვერდით. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016