reportiori.ge - თემურ ჭყონია: საქართველო სასაფლაო კი არაა, მას მოვლა სჭირდება და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:22
საზოგადოება
თემურ ჭყონია: საქართველო სასაფლაო კი არაა, მას მოვლა სჭირდება და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს!
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 14:23


ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეფასებით, ქართველი ემიგრანტები საქართველოში რომ დაბრუნდნენ, სახლები აიშენონ და საბანკო ანგარიშები გახსნან, ქვეყანა ერთ წელიწადში გამდიდრდება. მან ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.


კითხვაზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რამდენად გამოიწვევს საქართველოდან ადამიანური რესურსის გადინებას, ჭყონია აცხადებს, მთავარია, ამ ადამიანებმა ცოდნა მიიღონ და სულაც არ არის აუცილებელი, რომ მათ მომვლელებად იმუშაონ. ამავდროულად, მისი შეფასებით, საზღვარგარეთ უამრავი ქართველი მილიონერია, რომელთაც საქართველო საერთოდ არ უყვართ.


„ამასაც აქვს მეორე მხარე, ადამიანები წავლენ უცხოეთში, თავიანთ ოჯახს კი აქ ფულს გადმოურიცხავენ. მთავარია, ამ ადამიანებმა ცოდნა მიიღონ, სულაც არ არის აუცილებელი, მომვლელებად იმუშაონ. სხვათა შორის, საზღვარგარეთ უამრავი ქართველი მილიონერია, მაგრამ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ. ყველა მათგანი სამშობლოში რომ დაბრუნდეს, სახლები აიშენოს და საბანკო ანგარიშები გახსნას, ქვეყანა ერთ წელიწადში გამდიდრდება. 80 წელი რომ შეუსრულდებათ, ანდერძს ტოვებენ, საქართველოში დამასაფლავეთო... საქართველო სასაფლაო კი არაა, მოვლა სჭირდება და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ბევრჯერ მინახავს, ქართველი ემიგრანტები „სუხიშვილების" კონცერტებზე ტირიან. რა გატირებს, ოჯახაშენებულო, ჩამოდი და ან ბიზნესი დაიწყე, ან განათლებას მიხედე, რაღაც ელემენტარული საქმე მაინც გააკეთე. ვიზა-ლიბერალიზაცია, ვფიქრობ, ამ პროცესს ხელს შეუწყობს", - აცხადებს თემურ ჭყონია.



წყარო: „ბიზნესპრესნიუსი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016