reportiori.ge - ირმა ინაშვილი: თინიკო-გამყალბებელმა ხელისუფლება სერიოზულად დააზიანა და ხელისუფლებამ ეს გააცნობიერა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:05
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: თინიკო-გამყალბებელმა ხელისუფლება სერიოზულად დააზიანა და ხელისუფლებამ ეს გააცნობიერა!
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 15:49


„თინიკო-გამყალბებელმა ხელისუფლება სერიოზულად დააზიანა და ხელისუფლებამ ეს გააცნობიერა! საგარეჯოს არჩევნები რომ გაყალბდა, ეს ყველამ ვიცით... მაგრამ თინიკო-გამყალბებელი არ ელოდა, რომ ამას ბრიუსელშიც დაიჯერებდნენ და ვაშინგტონშიც. არადა, დაიჯერეს", - „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:

„ოპოზიციის მიერ წარდგენილი სამხილებიც მიიღეს და თინა-გამყალბებელს ნიღაბიც ჩამოეხსნა. ხან რუსებს გვეძახდა, ხან - ფაშისტებს, ვერც ამ იარლიყებმა უშველა ვითომ ლიბერალ და ვითომ დასავლეთის მოყვარულ თინიკო-გამყალბებელს. გარდაბანშიც იგივე ხრიკის გამოყენება სურს თინიკო-გამყალბებელს. აკი „სტუკაჩი" ბერძენიშვილი გვეუბნება,- უკლებლივ ყველგან ჩვენ უნდა მოვიგოთ არჩევნებიო. ეტყობა, ვერ იჯერებს, რომ КГБ აღარ არსებობს. ტყუილად არ უთქვამთ- ყოფილი „კაგებეშნიკები" არ არსებობენო.

 

პრემიერის განცხადება სპეცუბნების გაუქმების შესახებ, თინა-გამყალბებლისთვის გულში ლახვარია. ჯერ სად არის. მას და აგულაშვილს ციხე არ ასცდებათ. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

 

ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ გააცნობიერა, თუ რაოდენ დიდი უსინდისობა და უსამართლობა ჩაიდინა საგარეჯოში.

 

დარწმუნებული ვარ, იმასაც მიხვდა, თუ რაოდენ დიდი ზიანი მიაყენა საკუთარ თავს. დადებითად ვაფასებ პრემიერის განცხადებას სპეცუბნების გაუქმების შესახებ. ახლა მთავარია, რომ ამ განცხადებას ხორცი შეესხას და თინა-დირექტორმა მთელი მთავრობა არ დაითხოვოს... მაგრამ პრემიერს მინდა ვუთხრა: ეს დასაწყისი უნდა გახდეს. ჩვენი მოთხოვნები თქვენ იცით. ჩვენი მოთხოვნები სამართლიანია. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება იზრუნებს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. იმედი მაქვს, რომ შიმშილობა და მიტინგები გაზაფხულზე აღარ დაგვჭირდება. არავის არც ვაშინებ და არც ვემუქრები. უბრალოდ, გეუბნებით: ჩვენ უკან არ დავიხევთ.

 

ვიცი, რომ თინა-გამყალბებელი, დავით-კომუნისტი ( შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილი 9 აპრილის ტრაგედიის მეორე დღეს შებრძანდა კომპარტიაში) და ძმები-„სტუკაჩები" (ბერძენიშვილები) დღენიადაგ უმტკიცებენ ბიძინა ივანიშვილს - „პატრიოტებს" რეიტინგი არა აქვთ და ისინი პარლამენტს მიღმა უნდა დავტოვოთო... ამ 0 %-იან ოთხეულს ვპასუხობ: ჩვენ პარლამენტში შესვლისთვის არ ვიბრძვით. ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ჩვენ თქვენ აუცილებლად დაგამარცხებთ", - ნათქვამია ინაშვილის განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016