reportiori.ge - კახა ცხადაძე: მე არავის შევპირებივარ, რომ ამ შესარჩევში მეორე ან მესამე ადგილს დავიკავებდით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:39
სპორტი
კახა ცხადაძე: მე არავის შევპირებივარ, რომ ამ შესარჩევში მეორე ან მესამე ადგილს დავიკავებდით
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 17:27


საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ის არავის დაჰპირებია, რომ ამ შესარჩევში გუნდი მეორე ან მესამე ადგილს დაიკავებდა. ამის შესახებ  ცხადაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.


„მე არავის შევპირებივარ, რომ ამ შესარჩევში მეორე ან მესამე ადგილს დავიკავებდით. ვთქვი, რომ მინიმუმ მესამე ადგილზე გავიყვანდი გუნდს. ეს ვთქვი იმ ქვეჯგუფიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ შეგხვდა. განვაცხადე, რომ უნდა ვიბრძოლოთ მინიმუმ „ფლეი ოფში" მოსახვედრად.  ჩემი კომპეტენცია და ჩემი სურვილი მაძლევს ამის თქმის უფლებას", - განაცხადა ცხადაძემ.


ცხადაძემ სხვა ქვეყნის საფეხბურთო გუნდიდან მიღებულ შემოთავაზებაზეც ისაუბრა. მწვრთნელის განცხადებით, ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კონკრეტული მიზნებით მოვიდა და სხვაგან გადასვლა არაფრად არ უღირდა.


„სხვა ქვეყნის საფეხბურთო გუნდიდან შემოთავაზება იყო, სანამ ხელფასის შეკვეცასთან დაკავშირებით საუბარი დაიწყებოდა. როდესაც კობიაშვილს პირველად შევხვდი ამ თემასთან დაკავშირებით, საქმის კურსში ჩავაყენე, რომ  იყო გუნდი, რომელიც ოფიციალურად დაინტერესდა, გავმხდარიყავი მათი მწვრთნელი.  მე პირდაპირ ვუთხარი, რომ არანაირად არ მიღირდა სხვა გუნდში გადასვლა, რადგან მე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩემი მიზნით მოვედი", - განაცხადა ცხადაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016