reportiori.ge - თედო ჯაფარიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:55
პოლიტიკა
თედო ჯაფარიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 17:38


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს. დღესვე ასამბლეის სხდომაზე არჩეულ იქნა ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები. ასამბლეის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აირჩიეს.


დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ პოლიტიკურ ჯგუფებთან, მონაწილეობენ საკომიტეტო სხდომებში. ქართულ დელეგაციას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი, ჩიორა თაქთაქიშვილი.


თედო ჯაფარიძემ, როგორც ასამბლეის ვიცე -პრეზიდენტმა, მონაწილეობა მიიღო ასამბლეის ბიუროს სხდომაში, სადაც განხილეს ევროპოს საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის დღის წესრიგი.


სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომები 25 -29 იანვარს გაიმართება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016