ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრის, დავით სერგეენკოს მოწოდებას იმის შესახებ, რომ საკუთარი ავტომობილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს დაუთმონ, გმირობად აფასებს.
ამის შესახებ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
„ესე იგი სერგეენკომ თავისი მანქანა ერთ-ერთ კლინიკას დროებით ათხოვა და ფბ-ზე ატყდა ამბავი: ეს პიარისთვის გააკეთა და ამიტომ წარუმატებელი პიარი გამოუვიდა, ეგ პოპულისტი, ეგაო!..
პიარის ელემენტები პოლიტიკოსის ქმედებაში ყოველთვის არის, მაგრამ აბა, მეორე მხრიდან შეხდეთ საკითხს: როდესაც მინისტრი მენჯერებს მოუწოდებს, რომ თავიანთი მანქანები ექიმებს დაუთმონ, რადგან არ ყოფნით, ეს მენეჯერები გულში ხომ მაინც გაიფიქრებენ: თავად რა ენაღვლება, კი დადის ჯიპით და უნდა საქმე ჩვენს ხარჯზე გააკეთოსო. ამიტომ მიმაჩნია, რომ სინდისიერ ადამიანს, ამ სიტუაციაში სხვა არჩევანი არ ქონდა. როცა სხვას მოუწოდებ რაღაცის დათმობისკენ, მაგალითი შენ უნდა მისცე! სულ ეს იყო სერგეენკოს საქციელი! არა გმირობა, არამედ ადამიანობა!"- აღნიშნავს მერაბ მეტრეველი.