reportiori.ge - „არც საქართველოა თავზე ხელწამოსაკრავი ბიჭი, სულ მუდამ რომ უტყაპუნო“- თედო ჯაფარიძემ პედრო აგრამუნტს მიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:49
პოლიტიკა
„არც საქართველოა თავზე ხელწამოსაკრავი ბიჭი, სულ მუდამ რომ უტყაპუნო“- თედო ჯაფარიძემ პედრო აგრამუნტს მიმართა
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 22:06



პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხელისუფლების მიერ, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა დონეზე პროგრესი მართლაც შესამჩნევია.


ამონარიდებს თედო ჯაფარიძის  გამოსვლიდან  „რეპორტიორი" ექსკლუზიურად გთავაზობთ:




„ბატონებო და ქალბატონებო!

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხელმძღვანელობის ცვლილების, გაანალიზების და შეფასების დროა. დიახ, დროა თვალი გადავავლოთ ჩვენს წარსულს და გავიხედოთ მომავლისკენ.

 

რადგანაც პრეზიდენტმა აგრამუნტმა თავის საინაუგურაციო გამოსვლაში საქართველო რამდენჯერმე ახსენა, მეც მინდა საქართველო საკითხს შევეხო, მით უმეტეს, რომ საპარლამენტო ასამბლეამ ძალიან დიდი ძალისხმევა და რესურსები დაუთმო ჩემს ქვეყანას.

 

გასაგებია, რომ ჩვენ ჯერ სრულყოფილნი არ ვართ, მაგრამ ასეთი არის კი ვინმე? მაგრამ ერთი რამ ცხადია: ჩვენ იმაზე უკეთესები ვართ, რაც ვიყავით და ეს პროგრესი არაერთხელ აღნიშნეს ევროპულმა ინსტიტუტებმა.

 

საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებაა სამყაროს ამ ნაწილში გახდეს დემოკრატიის პატარა კუთხე. და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ამას ხაზგასმით ვაცხადებთ აქ და გვინდა რომ ამ განცხადებას თქვენც ნდობით მოეკიდოთ.

 

ქართველებმა და მათთან ერთად თქვენც უნდა დაივიწყონ ის პერიოდი, როცა ხელისუფლების ერთი ძალიდან მეორეზე გადასვლა რეჟიმის შეცვლად ითვლებოდა:

 

... ჩვენ გვჭირდება მარტივი პოლიტიკური დებატები, პროგრამების წარდგენა და გადაწყვეტილების მისაღებად მათი ხალხისადმი შეთავაზება;

 

... ჩვენ აღარ გვსურს, რომ საქართველოში არსებულმა ნებისმიერი პარტიის ევროპელმა ან სხვა ქვეყნების პოლიტიკურმა მომხრეებმა და აპოლოგეტებმა, მათი პოლიტიკური მომავალი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენონ.

 

... მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკურ პროცესში ყველა მონაწილის თანასწორუფლებიანობა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ მივესალმებით კვლევებს, კითხვებს, საარჩევნო და მედია საშუალებების მონიტორინგს და ფაქტების დამდგენი მისიების ვიზიტებს. რაც მეტი - მით უკეთესი.

 

თუ გამოვლინდება არასასურველი ფაქტები, პირველ რიგში ვამხილოთ პასუხისმგებელი პირები.

 

ვიმეორებ - პირები და არა საქართველო!

 

კონკრეტული ფაქტები და არა ჭორები.

 

ბატონო პრეზიდენტო!

 

თქვენ ახსენეთ ერთი ქართველი თქვენს გამოსვლაში და მასპოლიტიკური პატიმარი" უწოდეთ. სამწუხაროა, რომ თქვენ, ეტყობა, არ იცით მთავარი: ამ პირს საქართველოში ბრალად ედება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა.

 

ვარ თუ არა მე ბედნიერი, რომ ის ციხეშია?

 

რა თქმა უნდა არა - მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს აქ, ამ ასამბლეიაზე, რომ საქართველოში არავინ არ დგას სამართალზე და კანონზე მაღლა და, სხვათაშორის, არც საქართველოა თავზე ხელწამოსაკრავი ბიჭი სულ მუდამ რომ უტყაპუნო. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა.

 

... თუ ეს და მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვანი იყო ნებისმიერ სხვა წელს, ამ წელს ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგანაც წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებია.

 

... მოქალაქეებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სახელისუფლო ძალთა ბალანსის გამყარება, თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნა არის ის ფაქტორები, რომლებმაც კი არ უნდა გაგვყოს, არამედ გაგვაერთიანოს. ჩვენ ხომ აქ ამისთვის ვიკრიბებით!

 

... რა თქმა უნდა ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ინტერესები, სიმპატიები და სისუსტეები. მაგრამ ეს ხომ ჩვენი პირადი საქმეა. ჩვენ პატივს ვცემთ პირად მოსაზრებებს, პირად შეხედულებებს, მაგრამ არასოდეს გვავიწყდება და სხვებსაც ვთხოვთ არ დაივიწყონ უფრო მნიშვნელოვანი რამ: პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ ლიდერებს, დეპუტატებს, პრეზიდენტებს და ვიცე-პრეზიდენტებს გააჩნიათ მანდატი და მოვალეობა: ემსახურონ დემოკრატიასა და რეალობად აქციონ ადამიანის უფლებების სტანდარტები. ჩვენ აქ, საპარლამენტო ასამბლეაში სწორედ ამისათვის ვართ არჩეულები!

ამიტომაც, გთხოვთ ნუ შეაფასებთ და განსჯით ქვეყნებს პირადი წარმოდგენების საფუძველზე.

 

გთხოვთ და მოგიწოდებთ დაეყრდენით ზუსტ ფაქტებს."- განაცხადა ჯაფარიძემ. 


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016