reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: ზუსტად 10 წლის წინ, მთელი საქართველო შეძრა სანდრო გირგვლიანის წამებით გარდაცვალებამ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:49
საზოგადოება
ნიკოლოზ მჟავანაძე: ზუსტად 10 წლის წინ, მთელი საქართველო შეძრა სანდრო გირგვლიანის წამებით გარდაცვალებამ...
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 23:45



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფებაში ყოფნის დროს წამებით მოკლულ  სანდრო გირგვლიანს იხსენებს, რომლის გარდაცვალებაშიც მაშინდელი მაღალჩინოსნების ინტერესები იკვეთება.


 

„ზუსტად 10 წლის წინ, 2006 წლის 26 იანვარს, გვიან ღამით,  მთელი საქართველო შეძრა სანდრო გირგვლიანის წამებით გარდაცვალებამ.

 

შვილის გარდაცვალებას ვეღარ გაუძლო ქალბატონმა ირინამ, მერე გარდაიცვალა ბაბუა, ცნობილი ჟურნალისტი და უკეთილშობილესი ადამიანი, ბატონი ჯიმშერ ენუქიძე. ასე განადგურდა მთელი ოჯახი.

 

დრო საოცრად სწრაფად გარბის. ასე გაირბინა სანდრო გირგვიანის გარდაცვალებიდან ათმა წელმაც. რა დროც არ უნდა გავიდეს, მისი ხსოვნა. როგორც შეუდრეკელის, გამბედავისა და მართალი ვაჟკაცისა, ყოველთვის დარჩება მათ გულში, ვინც მას ახლოს იცნობდა და ჩვენც, როგორც მისი მეგობრები, მივიდეთ 26 იანვარს, სამშაბათს, თბილისში, დოდაშვილის ქუჩა N1-ში მდებარე წმინდა მოწამე იოანე მხედარის სახელობის ეკლესიაში, მისი სულის უკვდავსაყოფად.

 

21:00 საათზე დაიწყება  წირვა-ლოცვა ღამისთევით, რომლის დასრულების შემდეგ. 2 საათზე ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი გრიგოლი (ქალბატონი ირინას მოძღვარი), გადაიხდის სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებულ პანაშვიდს."- წერს მჯავანაძე სოციალურ ქსელში. 



შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა „გაერთიანებული ქართული ბანკის" საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 27 იანვარს მოკლეს. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" განჩინება 2011 წლის 26 აპრილს გამოიტანა. სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.


„რეპორტიორი" სანდრო გირგვლიანის საქმიდან ამონარიდს გთავაზობთ:


„2006 წლის 27 იანვარს, დაახლოებით საღამოს 11 საათზე, მეგობრების ერთი ჯგუფი შეიკრიბა თბილისში მდებარე კაფე „შარდენში". ჯგუფში იყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე თ.ს.-აია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დ.ა.-აია, მისი მოადგილე ო.მ.-ოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვ.ს.-ძე, სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი და მინისტრის პრესსპიკერი გ.დ.-ძე, და თ.ს.-იას მეგობარი ქალბატონი ა.კ-ძე. მათთან ერთად იყო კიდევ ერთი ქალბატონი, თ.მ.-ძე, რომელიც ა.კ.-ძის მეგობარი იყო.



მომჩივანთა თქმით, დ.ა.-აია, ო.მ.-ოვი, ვ.ს.-ძე და გ.დ.-ძე საქართველოში ძალიან კარგად ცნობილი საჯარო პირები არიან, რომლებმაც, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ვ.მ.-შვილთან ერთად, აქტიური როლი ითამაშეს ე.წ. „ვარდების რევოლუციაში", რომელმაც შედეგად მოიტანა 2003 წლის ნოემბერში პრეზიდენტ ე. შევარდნაძის გადადგომა (იხ.The Georgian Labour Party v. Georgia, no. 9103/04, §§ 11-13, 8 July 2008). მომჩივანთა განცხადებით, ხელისუფლებას ძლიერ ესაჭიროება ამ სანდო მოსამსახურეების მხარდაჭერა.


როგორც მომჩივნებმა განაცხადეს, იმ საღამოს ორი ახალგაზრდა ბანკირი, სანდრო გირგვლიანი და ლ.ბ.-ძე, კაფე „შარდენში" ზემოთ დასახელებული მეგობრების ჯგუფზე გვიან მივიდა. მომჩივნების შვილს იმედი ჰქონდა, რომ იქ ნახავდა თ.მ.-ძეს, რომელიც მას, როგორც ჩანს, მოსწონდა. კაფეში შესვლისთანავე, იგი მივიდა მაგიდასთან, სადაც ისხდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე თ.ს.-აია და მისი მეგობრები, რათა თ.მ-ძისათვის სალამი ეთქვა. სალამთან ერთად, მან გადაკოცნა თ.მ.-ძე და ამის შემდეგ იგი იქვე ახლოს მაგიდასთან მჯდომ ლ.ბ.-ძეს შეუერთდა. ერთ მომენტში მან ანიშნა თ.მ.-ძეს, რომ ისიც მის მაგიდასთან გადასულიყო, რის შედეგადაც თ.მ.-ძე მართლაც რამდენჯერმე გადმოვიდა მის მაგიდასთან. საუბარი სანდრო გირგვლიანსა და თ.მ.-ძეს შორის, რომელიც 20-30 წუთი გრძელდებოდა, როგორც ჩანს, საკმაოდ დაძაბული იყო, იგი მრავლისმთქმელი ჟესტიკულაციის თანხლებით მიმდინარეობდა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ისინი რაღაცის შესახებ ვერ თანხმდებოდნენ. ამის გამო ა.კ.-ძე ორჯერ მივიდა თ.მ.-ძესთან, რათა ეკითხა მისთვის, ხომ ყველაფერი რიგზე იყო და რამე დახმარება ხომ არ სჭირდებოდა. თ.მ.-ძე პასუხობდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და, რომ იგი მალე დაბრუნდებოდა ა.კ-ს მაგიდასთან. როდესაც იგი ბოლოს მართლაც დაბრუნდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლემ ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა ადგილი რაიმე გართულებას. თ.მ-ძემ უპასუხა, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც იგი ელაპარაკა, მისი მეგობარი იყო და, რომ არავითარ პრობლემას ადგილი არ ჰქონდა.


2006 წლის 28 იანვარს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, სანდრო გირგვლიანის ცხედარი მისი სამი მეგობრის მიერ, ადგილობრივი მკვიდრის დახმარებით, თბილისის შემოგარენში მდებარე სოფელ ოქროყანის სასაფლაოსთან ახლოს, კაფე „შარდენიდან" 6.3 კმ-ის დაშორებით იქნა ნაპოვნი.


2006 წლის 28 იანვარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად, რომელიც მომზადდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ და, რომელსაც თან ერთვოდა ფოტოსურათები, სანდრო გირგვლიანის წელზემოთ გაშიშვლებული გვამი აღმოჩენილ იქნა თოვლში, სასაფლაოს შორიახლოს, ტყეში. გვამის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მარცხენა მკლავზე და მხარზე აღმოჩენილ იქნა მრავალრიცხოვანი პარალელური ხაზოვანი ჭრილობები, სამი 8 სმ სიგრძის ჭრილობა კისრის არეში, ერთი ასეთივე ჭრილობა ყელზე და რამდენიმე სისხლჩაქცევა და დაზიანება, ზოგი მათგანი საკმაოდ ღრმა, გულმკერდის მიდამოებში იყო მიყენებული. მსხვერპლის შარვლის ჯიბეში ნაპოვნი იქნა ჯიბის დანა.


2006 წლის 28 იანვარს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განხორციელდა გვამის გაკვეთა, რომლის შედეგადაც დადგენილ იქნა, რომ გვამს აღენიშნებოდა 12 სხვადასხვა ზომის ჭრილობა ყელის არეში, მიყენებული მჭრელი საგნით, და ერთი დაზიანება მარცხენა მხარზე. ყელზე არსებულ ჭრილობათაგან სამი საკმარისად ღრმა იყო იმისათვის, რომ კუნთების დაზიანება გამოეწვია. ერთ-ერთი მათგანი, 0.5 სმ დიამეტრის მქონე, ხახამდე იყო ჩასული. სახელმწიფო ექსპერტის თქმით, რომელმაც შეამოწმა ყელიდან აღებული კანის ნიმუში, ჭრილობები მიყენებული იყო მჭრელი, წვეტიანი და ტარიანი საგნით, შესაძლოა დანით. ძალზე დიდი რაოდენობის, სხვადასხვა ზომის - 4 სმ-დან 15 სმ-მდე სიგრძის - ჭრილობები იქნა აღმოჩენილი მარცხენა მხარზე, მარცხენა მკლავზე, მარჯვენა მხარზე, თითებზე, მუცლის არეში, ორივე მუხლზე და წვივზე, ბარძაყებზე, შუბლზე, ცხვირზე და თვალების მიდამოებში. ანალიზების შედეგად, სისხლში აღმოჩენილ იქნა ალკოჰოლი, თუმცა ნარკოტიკების კვალი არ აღმოჩნდა. ექსპერტების თანახმად, სიკვდილის დროისათვის მსხვერპლის სისხლში ალკოჰოლის რაოდენობა უმნიშვნელო იყო (0.35%)."




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016