reportiori.ge - ელდარ შენგელაიას 83 წელი შეუსრულდა - რეჟისორს დღეს „ვარსკვლავს“ გაუხსნიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:41
კულტურა
ელდარ შენგელაიას 83 წელი შეუსრულდა - რეჟისორს დღეს „ვარსკვლავს“ გაუხსნიან
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 10:57


26 იანვარს, 18:00 საათზე, კინოთეატრ „რუსთაველის" წინ გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, შ. რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატის, კანის ფესტივალის კლასიკოსის  ელდარ შენგელაიას „ვარსკვლავი" საზეიმოდ გაიხსნება.



საზეიმო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა და  დავით ოქიტაშვილი.


რეჟისორი - გოჩა კაპანაძე


ფილმის „ელდარ შენგელაია" და კინოჩვენების რეჟისორი - ბასა ფოცხიშვილი


საღამოს უძღვება - მსახიობი კახა მიქიაშვილი


მონაწილეობენ:


ელდარ შენგელაია და მისი ფილმის გმირები, მასთან ერთად კი: ანსამბლი „რუსთავი", ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი, ნინო ანანიაშვილი,  ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეები.



ელდარ ნიკოლოზის ძე შენგელაია დაიბადა 1933 წლის 26 იანვარს თბილისში. 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო). 1957 - 1959 წლებში კინოსტუდია „მოსფილმში" კინორეჟისორია. 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის" კინორეჟისორი. 1976 - 1991 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე.


1990 - 1992 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), 1992 - 2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომისიის თავმჯდომარე. 2004 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი


დაჯილდოებულია საქართველოს ლენინური კომკავშირის (1967), სსრკ სახელმწიფო (1985) და რუსთაველის სახელობის (1998) პრემიებით. მიღებული აქვს შრომის წითელი დროშის (1976) და ლენინის (1986) ორდენები.


1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1988 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. 2009 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების გამოძიებისა და სიმართლის მთელი მსოფლიოსათვის გაცნობისათვის.


სარეჟისორო ნამუშევრები:


1957 - „ლეგენდა ყინულის გულზე" („მოსფილმი" - დამდგმელი რეჟისორი);

1959 - „თოვლის ზღაპარი" („მოსფილმი" - დამდგმელი რეჟისორი)

1964 - „თეთრი ქარავანი" (დამდგმელი რეჟისორი თამაზ მელიავასთან ერთად)

1965 - „მიქელა" (ნოველა კინოალმანახში „წარსულის ფურცლები")

1968 - „არაჩვეულებრივი გამოფენა"

1974 - „შერეკილები"

1978 - „სამანიშვილის დედინაცვალი"

1984 - „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი"

1993 - „ექსპრეს-ინფორმაცია"

1996 - „Dog Rose"


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016