reportiori.ge - საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი საქპატენტის თავმჯდომარეს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:43
საზოგადოება
საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი საქპატენტის თავმჯდომარეს შეხვდა
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 13:15


ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო დღეს, 26 იანვარს (2016წ),   საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი.


ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარემ  ნიკოლოზ გოგილიძემ ელჩს გააცნო  USAID-ის მიერ დაფინანსებული ელექტრონული ფაილინგის და  ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვის მიმდინარე პროექტი, ასევე  G-PriED-ის ხელშეწყობით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური საკუთრების თემაზე შექმნილი სახელმძღვანელოების პროექტის მიმდინარეობა.


საქპატენტში გამართულ შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს, კერძოდ აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერაზე საქპატენტის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის პროექტის მხარდაჭერას, ექსპერტიზის სრულყოფას, საინოვაციო საქმიანობის და ბრენდინგის სისტემის განვითარების ხელშეწყობას.


ასევე, 2016 წელს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებების მხარდაჭერას.



შეხვედრას ესწრებოდნენ  USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი დაგ ბოლი, აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური ოფიცერი ჩარლზ სეტენი და პოლიტიკურ-ეკონომიკური ანალიტიკოსი ნია ლომიძე.


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016