reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: კინო მუდამ იყო ქვეყნის პასპორტი და ვიზა საერთაშორისო ასპარეზზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:40
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: კინო მუდამ იყო ქვეყნის პასპორტი და ვიზა საერთაშორისო ასპარეზზე
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 15:03


„კინო მუდამ იყო ქვეყნის პასპორტი და ვიზა საერთაშორისო ასპარეზზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგამოფენო ცენტრ „ქარვასლაში" პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მისი მთავარი მიზანია, რომ მთელმა სახელმწიფო აპარატმა კინოგადაღებას მაქსიმალურად კოორდინირებულად შეუწყოს ხელი.


„დღეიდან პროგრამას „გადაიღე საქართველოში" დაემატა ახალი, მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტი, კერძოდ, ქართველ და უცხოელ პროდიუსერებს ექნებათ საშუალება, ისარგებლონ კინოინდუსტრიის წამახალისებელი პროგრამით, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეიმუშავეს. საერთაშორისო კონოინდუსტრიის წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოიყენონ მთავრობის მიერ შეთავაზებული სქემა, რაც გულისხმობს ქვეყანაში გადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯის 25%-მდე პროდიუსერისთვის დაბრუნებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, პროგრამით სარგებლობას შეძლებენ როგორც უცხოელი კინოს მწარმოებლები, ისე ქართველი კინემატოგრაფისტები.

 

„ეს ეროვნული ფილმწარმოების განვითარებისთვის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. ყველამ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული კინო ქვეყნის იმიჯის ფორმირებაში, კულტურაში. კინო მუდამ იყო ქვეყნის პასპორტი და ვიზა საერთაშორისო ასპარეზზე. მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელშიც კინოს უწყვეტი განვითარების 100-წლიანი ისტორია აქვს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.


მისივე თქმით, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს კინოს, როგორც ინდუსტრიის ბიზნესის განვითარებას საქართველოში და მისი მეშვეობით ქვეყანა ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი გახდება.


„უნდა ითქვას, რომ საბჭოთა პერიოდშიც კი, როდესაც არ იყო იმ დონის სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები არ იყო დაცული, კინო ყოველთვის ახერხებდა ქვეყნის დამოუკიდებლობის სულისკვეთების გაძლიერებას და ქართული კინო არის ის სიტყვა, რომლითაც ყველა ქართველი უნდა ამაყობდეს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კინო-ინდუსტრიის განვითარებას და მომიჯნავე დარგებზე სარგებლის გადადინების ეფექტის შექმნას. რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატიული დაბრკოლება უნდა შეხვდეს პროდიუსერებს, ჩვენი მიზანია მთელი სახელმწიფო აპარატი მოიმართოს იმგვარად, რომ კინოგადაღებას მაქსიმალურად კოორდინირებულად შეეწყოს ხელი და წავახალისოთ ნიჭიერი ადამიანები. მათ საკუთარი შესაძლებლობებისა და ნიჭის რეალიზაცია უნდა მოახდინონ, რათა ამით შეიტანონ წვლილი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი ამოცანაა გავზარდოთ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, ასევე შევქმათ ახალი სამუშაო ადგილები. სწორედ ასე მივაღწევთ ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრმა გაწეული შრომისათვის ეკონომიკისა და მდგარდი განვითარებისა და ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გუნდებს მადლობა გადაუხადა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016