reportiori.ge - თედო ჯაფარიძე: ჯერ სრულყოფილნი არ ვართ, მაგრამ ვართ იმაზე უკეთესები, რაც ვიყავით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:59
პოლიტიკა
თედო ჯაფარიძე: ჯერ სრულყოფილნი არ ვართ, მაგრამ ვართ იმაზე უკეთესები, რაც ვიყავით
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 15:10


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა თედო ჯაფარიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აღარ გვსურს, ნებისმიერი პარტიის ევროპელმა ან სხვა ქვეყნების პოლიტიკურმა მომხრეებმა, პოლიტიკური მომავალი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენონ".



ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხელმძღვანელობის ცვლილება-გაანალიზების და შეფასების დროა. დროა, თვალი გადავავლოთ ჩვენს წარსულს და გავიხედოთ მომავლისკენ. რადგანაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა თავის საინაუგურაციო გამოსვლაში საქართველო რამდენჯერმე ახსენა, მეც მინდა, საქართველოს საკითხს შევეხო, მით უმეტეს, რომ საპარლამენტო ასამბლეამ ძალიან დიდი ძალისხმევა და რესურსები დაუთმო ჩემს ქვეყანას. გასაგებია, რომ ჩვენ ჯერ სრულყოფილნი არ ვართ, მაგრამ ვართ იმაზე უკეთესები, რაც ვიყავით. ეს პროგრესი არაერთხელ აღნიშნეს ევროპულმა ინსტიტუტებმა. საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებაა, სამყაროს ამ ნაწილში გახდეს დემოკრატიის პატარა კუთხე. ქართველებმა უნდა დაივიწყონ ის პერიოდი, როცა ხელისუფლების ერთი ძალიდან მეორეზე გადასვლა რეჟიმის შეცვლად ითვლებოდა. ჩვენ გვჭირდება მარტივი პოლიტიკური დებატები, პროგრამების წარდგენა და გადაწყვეტილების მისაღებად მათი ხალხისადმი შეთავაზება; ჩვენ აღარ გვსურს, რომ საქართველოში არსებულმა, ნებისმიერი პარტიის ევროპელმა ან სხვა ქვეყნების პოლიტიკურმა მომხრეებმა და აპოლოგეტებმა, მათი პოლიტიკური მომავალი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენონ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკურ პროცესში ყველა მონაწილის თანასწორუფლებიანობა და ამ მიზნის მისაღწევად საქართველო მიესალმება კვლევებს, კითხვებს, საარჩევნო და მედია საშუალებების მონიტორინგს და ფაქტების დამდგენი მისიების ვიზიტებს.

თუ გამოვლინდება არასასურველი ფაქტები: პირველ რიგში ვამხილოთ პასუხისმგებელი პირები. ვიმეორებ - პირები და არა საქართველო! კონკრეტული ფაქტები და არა ჭორები. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ ერთი ქართველი თქვენს გამოსვლაში და მას პოლიტიკური პატიმარი" უწოდეთ. ამ დროს, ამ პირს საქართველოში სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა ედება ბრალად. საქართველოში არავინ დგას სამართალზე და კანონზე მაღლა. საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. თუ ეს ფაქტები მნიშვნელოვანი იყო ნებისმიერ სხვა წელს, ამ წელს ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგანაც წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებია. მოქალაქეებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სახელისუფლო ძალთა ბალანსის გამყარება, თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნა არის ის, რაც გაგვაერთიანებს. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ინტერესები, სიმპათიები და სისუსტეები. მაგრამ ეს ხომ ჩვენი პირადი საქმეა. პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ ლიდერებს, პრეზიდენტებს და ვიცე-პრეზიდენტებს გააჩნიათ მანდატი და მოვალეობა: ემსახურონ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ჩვენ აქ, საპარლამენტო ასამბლეაში სწორედ ამისათვის ვართ არჩეულები! ამიტომაც, გთხოვთ, ნუ შეაფასებთ და განსჯით ქვეყნებს პირადი წარმოდგენების საფუძველზე. გთხოვთ, დაეყრდენით ზუსტ ფაქტებს", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.



საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს, რომელიც 25 იანვრიდან 29 იანვრამდე გაგრძელდება. საქართველოს პარლამენტიდან სხდომებში დეპუტატები მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016