reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ლარის დევალვაცია მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარებითაა გამოწვეული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:55
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ლარის დევალვაცია მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარებითაა გამოწვეული
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 15:11


„ლარის დევალვაცია მეზობელ ქვეყნებში ვითარებითაა გამოწვეული და ამას არანაირი შიდა მიზეზი არ გააჩნია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან ეროვნული ვალუტის გაუფაურების შესახებ საუბრისას განაცხადა.


როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, მთავრობას აქვს კონკრეტული, გაწერილი ნაბიჯები, რომლის მეშვეობითაც შეიძლება შემცირდეს ან შემსუბუქდეს გარე მოვლენების ეფექტი.


„მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რა ინსტრუმენტებიც მის ხელშია, მათ შორის ეროვნულ ბანკთან ძალიან კარგი კოორდინაციით, რომ ამ ეფექტების მინიმიზაცია მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც კი არის მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები", - განაცხადა გიოირგი კვირიკაშვილმა.


კითხვაზე, მოკლევადიან პერსპექტივაში რა მექანიზმები არსებობს ლარის დასასტაბილურებლად, კვირიკაშვილის თქმით, „დღევანდელ დღეს რა დევალვაციაც არსებობს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში უკანასკნელ დღეებში მომხდარი დევალვაციის პირდაპირი ეფექტია".

 

„ჩვენ ვართ ინტეგრირებული ამ ბაზარზე, გვაქვს სავაჭრო კავშირები და შეუძლებელია, რომ ეს არ აისახოს საქართველოს სავალუტო კურსზე", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016