reportiori.ge - დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის კურსზე გარე ფაქტორები აისახა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:19
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის კურსზე გარე ფაქტორები აისახა
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 16:37


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა, რომ ლარის კურსზე გარე ფაქტორები აისახა, თუმცა ლარის კურსი უფრო მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს..


მისი თქმით, მოკლევადიანი ინსტრუმენტები, რომლებიც სახელმწიფოს მთლიანობაში გააჩნია, არის ინტერვენცია და ფულადი მასის შეზღუდვა.



ამ წუთში ფულადი მასის შეზღუდვებზე საუბარი არ არის. რაც შეეხება ინტერვენციებს, ეროვნულმა ბანკმა იგი განახორციელა პარასკევს. დღეს რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რამდენიმე ხანში გავიგებთ, ჯერ ცოტა ადრეა. რაც ეხება თვითონ კურსთან მიმართებაში არსებულ მდგომარეობას, მინდა მოგახსენოთ, რომ გარე ფაქტორები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, აისახა ჩვენი ვალუტის კურსზე, თუმცა ამ წუთში ის მაკროეკონომიკური ანალიზი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, აჩვენებს, რომ ჩვენ ცოტა უფრო მეტად გავუფასურდით, ვიდრე უნდა გავუფასურებულიყავით.

რეალურად, დაგროვილი ლარის კონვერტაცია მოხდა დოლარში არაპირდაპირი დანიშნულებით, ანუ დაზოგვის მიზნით უფრო მოხდა აღნიშნული, ვიდრე იმიტომ, რომ ეს სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას სავაჭრო ურთიერთობებში. სავაჭრო ურთიერთობებთან მიმართებაში იმპორტი ამ თვეში შემცირებულია. ეს ინფორმაცია დასაზუსტებელია, მაგრამ წინა წლის ამ თვესთან შედარებით, იმპორტი 25%-ით არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, ლარის კურსზე ზეწოლა მკვეთრი არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა. ჩვენ არა ვართ დახურული ეკონომიკა, როდესაც საზღვრები დახურულია, ხელით ხდება შემოტანილი იმპორტის მართვა და დაკეტვა საბაჟოზე, რაც თავის თავში მოიცავს რისკებს, რომ ინფლაციური მომენტები, ანუ ფასების ზოგადი ზრდა მოხდეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ აღნიშნული აჟიოტაჟური მდგომარეობა ძალიან მალე დასრულდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016