reportiori.ge - როგორ გადაუხადა სამაგიერო ნაშვილებმა ბიჭმა დედას... 27 წლის მერე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:56
სხვადასხვა
როგორ გადაუხადა სამაგიერო ნაშვილებმა ბიჭმა დედას... 27 წლის მერე
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 16:52

მრავალი წლის წინ ამერიკელ ქალბატონ ინგებორგ მაკინტოშს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ბიჭი ეშვილა. ბავშვის დედა მოითხოვდა, რომ მშობელი აფროამერიკელი ყოფილიყო, მაგრამ დრო გადიოდა და ბიჭუნას მსურველი არ ჩანდა. ბოლოს ყველაფერი მოგვარდა და ჯორდანი ინგებორგთან აღმოჩნდა. ქალს მზრუნველობა და ყურადღება არ მოუკლია ბავშვისთვის. 20 წლის შემდეგ ექიმებმა დედას თირკმლის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. ბიჭმა დონორობა გადაწყვიტა და ანალიზები ჩააბარა, რათა გაერკვია, მისი თირკმელი გამოდგებოდა თუ არა. გამოირკვა, რომ გამოდგებოდა.

 

ჯორდანი დაუფიქრებლად დათანხმდა ოპერაციას, რათა დახმარებოდა ქალს, რომელსაც მისთვის არაფერი დაუშურია. მისი სიტყვებით, ეს იყო ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც მას შეეძლო დედისთვის. ოპერაციის წინ ინგებორგს ყველაფერი გაუმხილეს, მან ჯორდანი დაიბარა და უთხრა: „დაფიქრდი, შენ კიდევ შეგიძლია უარის თქმა“. ბიჭმა უპასუხა: „დედა, მე მინდა, ეს შენთვის გავაკეთო“.

 

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დღეს ინგებორგი ამბობს: „ოცნებაც კი არ შემეძლო უკეთეს შვილზე“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016