განათლების სამინისტროს ინფორმაციით თბილისში და რეგიონებში 384 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
„საქართველოს გაანათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია. გაკვეთილები კი, მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება."- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
სასწავლო პროცესი ქვეყნის მასშტაბით 180 სკოლაში, მათ შორის თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლაში, შეწყდა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო კი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი გურიის, აჭარის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში შეწყდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სასწავლო პროცესი 204 სკოლაშია შეწყვეტილი.
https://docs.google.com/spreadsheets/