reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ოჯახში ძალადობის თემა უდიდესი პრობლემაა, რომელიც დროულად უნდა მოგვარდეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:49
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ოჯახში ძალადობის თემა უდიდესი პრობლემაა, რომელიც დროულად უნდა მოგვარდეს!
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 00:37



„ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა; მართლმსაჯულების რეფორმა; სერვისების ხელმისაწვდომობა, ელექტრონული მმართველობა და მიწის რეგისტრაცია", - იუსტიციის სამინისტროს ეს ძირითადი პრიორიტეტები პრემიერ-მინისტრთან სამუშაო შეხვედრაზე გამოიყო, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


მინისტრთა კაბინეტმა იუსტიციის სამინისტროს პროექტების პორტფელზე იმსჯელა, რომელიც თეა წულუკიანმა წარადგინა.


იუსტიციის მინისტრმა პრიორიტეტებს შორის დაასახელა საკანონმდებლო რეფორმები და პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის პროექტს, დაამკვიდრებს მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობის მაღალ სტანდარტს და ხელს შეუწყობს ვიზალიბერალიზაციის და ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესრულებას.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა სამინისტრომ ფიზიკურად ხელშესახები რეფორმები განახორციელოს.


ოჯახში ძალადობის თემა ყველას შეშფოთების საგანია, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ეს არის უდიდესი პრობლემა, რომელიც დროულად უნდა მოგვარდეს. ასევე პრიორიტეტულია მართლმსაჯულების რეფორმა და ამას საერთაშორისო პარტნიორებიც აღნიშნავენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


იუსტიციის მინისტრმა, 2016 წლის მიზნებსა და პრიორიტეტებთან ერთად, 2013-2015 წლებში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.


პრემიერმა მსგავსი ფორმატის შეხვედრა რამდენიმე მიმართულებით უკვე გამართა. მინისტრთა კაბინეტი ყველა უწყების პროექტების პორტფელზე ერთობლივად, სამუშაო რეჟიმში იმსჯელებს, რის შემდეგაც აქტუალური საკითხების პრიორიტეტიზაცია მოხდება.


 

 

 

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016