reportiori.ge - გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:37
საზოგადოება
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 11:00


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.


ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-საჩხერე-ჭიათურისა და თბილისის შემოსავლელ გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. შესაბამისად, აღნიშნულ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ამ დროისთვის, გურიის რეგიონში, მთელი ღამის განმავლობაში თოვის პირობებში განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შენარჩუნებულია გურიის ცენტრალურ გზებზე.

მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში უკვე აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ლესა და შუხუთი-ძიმითის საავტომობილო გზებზე, სადაც გრძელდება გზის გაგანიერების სამუშაოები.



რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს: ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე; მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ნაქერალას უღელტეხილზე და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზებზე; მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე.

ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016