reportiori.ge - საქართველოს 387 სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:34
საზოგადოება
საქართველოს 387 სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 11:14


საქართველოს მასშტაბით 387 სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აქედან 205-ში სწავლა დიდთოვლობისგან გამოწვეული პრობლემების, 182-ში კი - გრიპის ვირუსით გამოწვეული გაცდენების რაოდენობის ზრდის გამო მოხდა.



აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ გუშინ ორი განცხადება გაავრცელა.


საქართველოს გაანათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია. გაკვეთილები კი, მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება", - ნათქვამია განათლების სამინისტროს პირველ განცხადებაში.



რაც შეეხება მეორე განცხადებას, მასში უწყება განმარტავს, რომ სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული.


გრიპის ვირუსის საყოველთაო გავრცელების კვალდაკვალ მოიმატა მოსწავლეების ავადობის გამო სკოლის გაცდენების მაჩვენებელმა.

საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო სამი დღის განმავლობაში სასწავლო პორცესის შეჩერებაზე იმ კონკრეტულ დაწესებულებაში, სადაც გაცდენათა რაოდენობა აღემატება 20%-.

სამინისტრო აგროვებს ინფორმაციას მოსწავლეთა დასწრებაზე როგორც დილის, ასევე მეორე ცვლის მოსწავლეებთან დაკავშირებით. დასწრების მაჩვენებელი მეორე ცვლაში, რომელ პერიოდშიც ძირითადად დაწყებითი კლასების მოსწავლეები სწავლობენ, რიგ სკოლებში 20%-იან ნორმას აჭარბებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, ასეთი 182 საჯარო სკოლაა.

შესაბამისად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ამ სკოლებში სამი დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება", - ნათქვამია განათლების სამინისტროს მეორე განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016