reportiori.ge - დიმიტრი ქუმსიშვილი: ვალუტის კურსის ხელოვნურად შენარჩუნება ღია ეკონომიკის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:32
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ვალუტის კურსის ხელოვნურად შენარჩუნება ღია ეკონომიკის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 11:23


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა „არჩევანში" საუბრისას განაცხადა, რომ ვალუტის კურსის ხელოვნურად შენარჩუნება ღია ეკონომიკის პირობებში პრაქტიკულად არის შეუძლებელი და შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სწორი სავაჭრო ბალანსი.



მოკლევადიან პერიოდში სახელმწიფოს შეუძლია პირველი ის, რომ გააკეთოს ინტერვენციები და მეორე, შეამციროს ფულის მასა. ინტერვენციების გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თუ ფუნდამენტი გვაჩვენებს, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავუფასურდეთ და მეორე, ფულის მასის შემცირების შემთხვევაში ეკონომიკა შემცირდება. პარასკევსაც და დღესაც ეროვნულმა ბანკმა გამოიტანა და გაყიდა 20-20 მილიონი დოლარი და ეს არის სწორედ ის პასუხი მოკლევადიან პერიოდში, რომელიც სახელმწიფოში ინსტრუმენტების სახით არსებობს. არ არსებობს სხვა ინსტრუმენტი. თუ ვინმე დამისახელებს სხვა ინსტრუმენტს, დიდი სიამოვნებით მოვუსმენ.

მაგალითად, აზერბაიჯანის ეკონომიკა, რომელიც არის რამდენიმეჯერ დიდი, 10 მილიარდი დოლარი დახარჯა, მაგრამ აქვს 105 %-იანი გაუფასურება. აქედან დასკვნებიც გამომდინარეობს, რომ ვალუტის კურსის ხელოვნურად შენარჩუნება ღია ეკონომიკის პირობებში პრაქტიკულად არის შეუძლებელი და შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სწორი სავაჭრო ბალანსი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016