reportiori.ge - დღეიდან საოჯახო მედიცინის ორი სადღეღამისო ცენტრი ამოქმედდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:29
საზოგადოება
დღეიდან საოჯახო მედიცინის ორი სადღეღამისო ცენტრი ამოქმედდა
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 12:06


ისანი-სამგორის რაიონში  საოჯახო მედიცინის პირველი სადღეღამისო ცენტრი ამოქმედდა. ვირუსული ინფექციების მქონე პაციენტებს კლინიკა „მედკაპიტალის" რაიონული ფილიალი 24-საათიან რეჟიმში გაუწევს სამედიცინო მომსახურებას.  


ვითარებას ადგილზე გაეცნო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. 


ამ დრომდე ისანი-სამგორის რაიონში, საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრი არ მოქმედებდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად კი დედაქალაქის ყველა რაიონი სრულად არის მოცული.


დღეიდან კიდევ ერთი საოჯახო მედიცინის  სადღეღამისო ცენტრი ამოქმედდა და ჩამონათვალს კლინიკა „მედკაპიტალის" საბურთალოს რაიონული ფილიალი შეემატა. ის ვაკე-საბურთალოს მოსახლეობას სამედიცინო სერვისს 24-საათიან რეჟიმში მიაწვდის. 


ამ დროისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, საოჯახო მედიცინის სულ 6 სადღეღამისო ცენტრი მოქმედებს. ესენია: „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" (მის:წინამძღვრიშვილის ქ.57), კლინიკა „მედსი" (მის: ქიაჩელის ქ.N18), თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო (მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N29), კლინიკა „მედკაპიტალი" - გლდანი-ნაძალადევის ფილიალი (მის: გლდანი, ვეკუას ქ.N18), საბურთალოს ფილიალი (მის: გამრეკელის ქ.N19), ისანი-სამგორის ფილიალი (მის:მოსკოვის გამზ, 4 კვ, 3 კორპ.)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016