reportiori.ge - დანიაში „ზიკა“ ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:35
მსოფლიო
დანიაში „ზიკა“ ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 14:18


„BBC"-ის ცნობით, დანიაში „ზიკა" ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთ მოქალაქეს აღნიშნული ვირუსი უკვე დაუდასტურდა. დაინფიცირებულმა მანამდე სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში იმოგზაურა.


„ზიკას" ვირუსი ჯერ ლათინური ამერიკის რეგიონშია გავრცელებული. გუშინ კი „ზიკას" პირველი შემთხვევა აშშ-შიც, კერძოდ ვირჯინიის შტატში დაფიქსირდა. მომხდარის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს დაავალა, მიიღონ საჭირო ზომები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ობამას განცხადებით, საჭიროა, სასწრაფოდ შეიქმნას შესაბამისი ვაქცინა.



„ზიკას" ვირუსის გამო, ათასობით ბავშვი განუვითარებელი ტვინით დაიბადა. ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული ინფექციის საშიშროების გამო, ქალებს დაფეხმძიმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.


ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. „ზიკას" ვირუსი აფრიკისთვის ნაცნობია, იგი პირველად ამერიკის კონტიტენტზე 2015 წლის მაისში დაფიქსირდა. „ზიკას" ვირუსით ადამიანი კოღოს კბენის შედეგად ინფიცირდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016