reportiori.ge - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2016 წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:20
პოლიტიკა
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2016 წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 15:30


სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2016 წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ.



სხდომის ფარგლებში, ერთი მხრივ, შევაჯამებთ ასოცირების შეთანხმების 2015 წლის შესრულებას და მეორე მხრივ, დავამტკიცებთ 2016 წლის სამოქმედო გეგმას, რომლის შემუშავებაში ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღო, როგორც სამოქალაქო სექტორმა, ასევე პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა, ომბუდსმენმა. ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ და ვახდენთ ძალების მობილიზებას. მნიშვნელოვანია ისეთივე წარმატებული იყოს ასოცირების დღის წესრიგის შესრულება 2016 წელს, როგორც ეს იყო 2015 წელს. იგივე ეხება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, მის სამოქმედო გეგმას. 2016 წლის პირველ სხდომაზე დღეს დავამტკიცებთ კომუნიკაციის სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმას. ესენია ძალიან მოცულობითი დოკუმენტები, რომელთა პრიორიტეტებზე მათი დამტკიცების შემდეგ ვისაუბრებთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.



საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016