reportiori.ge - გიორგი კლდიაშვილი: ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მთავრობის ხელმძღვანელში ხედავ თანამშრომლობის სურვილს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:35
საზოგადოება
გიორგი კლდიაშვილი: ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მთავრობის ხელმძღვანელში ხედავ თანამშრომლობის სურვილს
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 16:02


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი პრემიერ-მინისტრისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას ეხმაურება. კლდიაშვილის განცხადებით, სასიამოვნოა როდესაც მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან თანამშრომლობის სურვილს ხედავს. იგი დარწმუნებულია რომ ეს თანამშრომლობა პროდუქტიულად გაგრძელდება. ამის შესახებ გიორგი კლდიაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.


გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე გვითხრა, რომ ნებისმიერ საკითხზე მას პირადად დავეკონტაქტოთ და ამისთვის თავის საკონტაქტო ინფორმაციას გამოგვიგზავნიდა იქ დამსწრეებს. დღეს პირველ წერილად სწორედ მისი საკონტაქტო ინფორმაცია მივიღე. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მთავრობის ხელმძღვანელში ხედავ თანამშრომლობის სურვილს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა ასევე კონსტრუქციულად და პროდუქტიულად გაგრძელდება. ამის ვარაუდის ბევრი საფუძველი მაქვს", -წერს გიორგი კლდიაშვილი.


შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს გუშინ შეხვდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016