reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რა სიკეთე მოაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:30
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რა სიკეთე მოაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 17:22


საქართველოს მთავრობა რეგიონებში ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ხილვადობის გაზრდის მიმართულებით სტრატეგიულ კომუნიკაციას აძლიერებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, დაიგეგმება მნიშვნელოვანი კამპანია ყველა მიმართულებით, რათა მოსახლეობა ინფორმირებული იყოს იმ დახმარების პროგრამების შესახებ, რომელსაც საქართველო იღებს ევროკავშირისგან ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების, ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და სხვადასხვა სახის twinning-ის პროგრამების მეშვეობით.


„საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რა სიკეთეები მოაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, როგორ ხდება ქვეყნის ტრანსფორმაცია იმ მიმართულებით, რომ საქართველოში ცხოვრება იყოს უკეთესი, რათა ნებისმიერი ადამიანისთვის გაფართოვდეს შესაძლებლობათა სპექტრი, რომ მიიღოს უკეთესი განათლება, კომპანიებმა განახორციელონ ექსპორტი ევროპის ბაზრებზე და ა.შ.", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია ასოცირების შეთანხმების განხორციელების  წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016