reportiori.ge - ალექსანდრე ელისაშვილი: ხელფასზე დამოკიდებული კაცი ვარ, მაგდენიც არ შემიძლია...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:23
პოლიტიკა
ალექსანდრე ელისაშვილი: ხელფასზე დამოკიდებული კაცი ვარ, მაგდენიც არ შემიძლია...
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 22:19



საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს მიმართავს და მიმართვაში აღნიშნავს, რომ მას ანასტასია ზაუტაშვილისთვის ადვოკატი არ აუყვანია, უბრალოდ კარგი ადვოკატის აყვანა შესთავაზა. 



„გაცხარებულ და გაწიწმატებულ მანანა კობახიძეს გადაეცით რომ მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს მისი არაერთგზისი სატელეფონო ზარისა და თხოვნის შემდეგ შევხვდი. მარტივი გადასამოწმებელია ეს ფაქტი.

 

კვალიფიციური, წესიერი და სინდისიერი ადვოკატის შერჩევაც ანასტასია ზაუტაშვილმა პირადად მთხოვა. სათაური დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში არაზუსტი იყო - მე მსჯავრდებულს ადვოკატი ვურჩიე და არ ამიყვანია. ხელფასზე დამოკიდებული კაცი ვარ და მაგდენი რომც მინდოდეს არც შემიძლია, უბრალოდ ერთი გულიანი, გულმოდგინე და სინდისიერი ადვოკატი ვურჩიე. ისეთი ვინც მას არც ფულს გამოსძალავს და არც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენებს.

 

ასე რომ ქალბატონო მანანა, სანამ რამეს იტყოდეთ გირჩევთ, ჯერ გადაამოწმოთ და ისე დაწეროთ ხოლმე. ვიცი მძიმე დღეში ხართ, ვიცი ანასტასია ზაუტაშვილთან ჩემმა შეხვედრამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდოთ, მაგრამ მაინც მოთოკეთ თავი. თორემ ხომ ხედავთ რამდენ შეცდომას უშვებთ. ეს შეცდომები კი ყოველ ჯერზე ძვირად გიჯდებათ.

 

ისიც იცოდეთ რომ მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან!"- აღნიშნავს ელისაშვილი. 


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016