reportiori.ge - ნოდარ ხადური: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2014 წლის ბიუჯეტს პრობლემები არ ექნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:23
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2014 წლის ბიუჯეტს პრობლემები არ ექნება
19 ნოემბერი, 2013. 22:06

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა კი არ მიმდინარეობს, პირიქით, ბიუჯეტში გარღვევაა. ნოდარ ხადურმა წინა ხელისუფლება არამიზნობრივად აღებული საგარეო ვალების გამო გააკრიტიკა და ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ არის ეკონომიკური ზრდა შემცირებული.


„უმცირესობა, როგორც ყოველთვის, ცრუობს. სამწუხაროდ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომელიც საფუძვლად ედო 2013 წლის ბიუჯეტს, არ სრულდება, მაგრამ ამ არშესრულებას რამდენიმე სერიოზული მიზეზი აქვს. არაერთხელ მითქვამს, ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან აგრესიული ფონი, რომ ოპოზიცია პირდაპირ იმუქრება და ხელისუფლებას არ აცდის,"- განაცხადა ნოდარ ხადურმა გადაცემაში „დიდი პოლიტიკა".


მისი განმარტებით, ბიზნესი „ნაციონალური შოკიდან" გამოდის. როგორც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, განვითარებულ ეკონომიკას დრო სჭირდება, ბიზნესი კი მოლოდინის რეჟიმშია,  ვიდრე პოლიტიკური სიტუაცია უფრო მეტად არ დაწყნარდება.


„ბიზნესი იყო ლიმონივით გამოწურული.  თავისთვად ცხადია, ასეთი ეკონომიკიდან რომ მივიღოთ განვითარებადი ეკონომიკა, ამას დრო სჭირდება. ბიზნესი „ნაციონალური შოკიდან" გამოდის და ამას, სამწუხაროდ, დრო დასჭირდა,"- განაცხადა ხადურმა.


მისი ინფორმაციით, საერთშორისო სავალუტო ფონდი ადასტურებს, რომ ქვეყანაში აღმავლობის პროცესი დაწყებულია, იზრდება დასაქამებულ ადამიანთა რაოდენობა, ასევე წინა წელთან შედარებით ექსპორტი 14 %-ით გაზრდილია. როგორც ხადურა განაცხადა, შემოსავლების თვალსაზრისით  გარკვეული პრომლემები მართლაც არსებობს, მაგრამ პროგრამების  დაფინანსება არ შეჩერებულა.


„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით და ჩვენ მიერ გაკეთებული პროგნოზებით, ბოლო კვარტალში დაახლოებით 7-8 %-იანი ზრდა არის, რაც სეზონურობის მიხედვით შესწორებული ეკონომიკური ზრდაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალი წელი  უკეთესი იქნება და მივაღწევთ იმ პროგნოზს, რომელიც ჩვენ დავდეთ - ეს არის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. მსოფლიო ბანკის თქმით, მომავალ წელს იქნება მინიმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ავიღეთ კონსერვატიული პროგნოზი, რომ თავი დავიზღვიოთ რყევებისგან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2014 წლის ბიუჯეტს პრობლემები არ ექნება,"- აღნიშნა ხადურმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016