გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" - ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო - "ქართული ოცნებიდან" გოჩა ჯამარაული.
ყველა საარჩევნო უბანი 28 იანვარს ამომრჩევლებისთვის 08:00 საათზე გაიხსნა, ხოლო კენჭისყრის პროცესი საღამოს 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge.
28 იანვარს დილის 7:00 სთ-დან ღამის 12:00 სთ-მდე იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ ცესკოს მიაწოდონ ან მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.