reportiori.ge - თავდაცვის მინისტრმა სანდრო გირგვლიანის ხსოვნას პატივი მიაგო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:56
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა სანდრო გირგვლიანის ხსოვნას პატივი მიაგო
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 13:18


სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მოადგილესთან ანა დოლიძესთან და მრჩეველთან მაია ქავთარაძესთან ერთად კიდევ ერთხელ მიაგო პატივი სანდრო გირგვლიანის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო. საბურთალოს სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველიც მივიდა.


თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის სიკვდილმა საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა.


„ძალიან ბევრი წელია, ჩვენ აქ მოვდივართ ბევრი რამის ნიშნად. პირველ რიგში, მწუხარების გამოსახატავად, ამავე დროს იმის საჩვენებლად, რომ არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სახელმწიფოში არ უნდა განმეორდეს ამბავი, რომელიც საქართველოში 27 იანვრის ღამეს მოხდა, არასდროს შეიძლება, სახელმწიფო ისეთი ყრუ და მუნჯი იყოს, როგორც იმ წლების განმავლობაში იყო. სანდრო გირგვლიანის საფლავი არის ნიშანი იმისა, სახელმწიფო გაქვს თუ არ გაქვს. ჩვენ სახელმწიფო არ გვქონდა. გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საკუთარ თავს ხედავდა სარკეში. ამიტომ, ვფიქრობ, ყოველი ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, სპეციფიკურად მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე არასდროს დაგვავიწყდეს", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.


ანა დოლიძის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საზარელმა მკვლელობამ საქართველოს ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.


„ყველას უნდა გვახსოვდეს, რას შეეწირა სანდრო გირგვლიანი და როგორ შეიტანა ამ ტრაგიკულმა ამბავმა საქართველოს ისტორიაში წვლილი", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016